ბიტუმის იმპორტი საქართველოში ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით გაიზარდა.

ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ოქტომბერში 13 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა საქართველოში, რაც 3 ათასი ტონით ჩამორჩება სექტემბრის მაჩვენებელს.

იანვარ-ოქტომბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა თითქმის 91 ათას ტონას გადააჭარბა.

ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, ირანიდან შემოდის.