ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში $275 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ექსპრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთი წლის განმავლობაში 275 მლნ დოლარით (+5%) გაიზარდა და 5,72 მლრდ დოლარს მიაღწია.

Bloomberg Billionaires Index 2017-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში 307-ე ადგილზე მოხვდა.

იმავე რეიტინგის მიხედვით გასულ წელს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

Bloomberg Billionaires Index 2017-ის ლიდერი ბილ გეიტსია, მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსი მოხვდა, მესამე პოზიცია კი უორენ ბაფეტს უკავია.