ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

თბილისი (BPI) – ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა, მეორე საპრიზო ადგილები მინდია წულუკიძემ (75), რობერტ კობლიაშვილმა (85) და ზვიად პატარიძემ (130) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი შმაგი ბოლქვაძემ (75) და ლაშა გობაძემ (85) მოიპოვეს.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ალმა-ათაში გამართულ ბოლატ ტურლიხანოვის საერთაშორისო ტურნირზე მონაიწილეობა რუსეთის, ირანის, კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლიტვის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებებმა მიიღეს.

გულშემატკივრები ჩემპიონებს 2 ოქტომბერს (10.02.2017) 12:30 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვდებიან.