ბათუმში ფიტოპათოლოგია-ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისი (BPI) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტს ახალი შენობა ექნება.

ახალი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო. პროექტით, ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

განათლების სამინისტროს ცნობით, ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია.