ბათუმის “შერატონი” გამოფენა EXPO BATUMI 2016-ს 13-15 მაისს უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ მე-9 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI 2016  ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” 13-15 მაისს გაიმართება. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია GEONET EXPO-ა.

გამოფენა ფართო მასშტაბის მატარებელია ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება.

EXPO BATUMI 2016-ში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და ჩინეთი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

EXPO BATUMI 2016-ის მხარდამჭერია – აჭარის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.