ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონიას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონიას, რომელიც 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოში განმარტავენ,  „საუკუნის პროექტად წოდებულ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი ოფიციალური რეისი შესრულდება 30 ოქტომბერს ბაქოდან და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.