ბანკთაშორის ბაზარზე ოქტომბერში ბრუნვა შემცირდა

თბილისი (BPI) – ბანკთაშორისი ფულადი ბაზარი ოქტომბერში შემცირებულია, რაც ლარის რესურსის ბრუნვის კლებით იყო განპირობებული. მოცულობა  6.84 მლრდ ლარია, სექტემბრის ბრუნვაზე 43 მლნ-ით ნაკლ;ები.

წლიურ ჭრილში ზრდაა + ₾1.33 მლრდ  (Y.Y), თუმცა ლარის ბრუნვა წლის დინამიკაშიც შემცირებულია  -59 მლნ (-25.1%Y.Y).  უცხოური ვალუტი კი  16 მლნ-ით გაზრდილი (+3.3%Y.Y).

სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, ოქტომბერში ბანკთაშორის ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითი წილი  25.7%-ია (09/2017 -27. 3%).

ლარის რესურსზე საშუალო განაკვეთი  0.17 პროცენტული პუნქტით შემცირებულია (m.m), 6.84%-მდე, . უცხოური ვალუტაში 0.99% -ს შეადგენს (+ 0.1%m.m).