ბანკების რეიტინგი საცალო დაკრედიტების მაჩვენებლით – საქართველოს ბანკი ლიდერია

თბილისი (BPI) – ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან ბანკების შემოსავლებმა 21.2%-ით (Y.Y) იმატა.  2 მსხვილი ბანკის პორტფელის ზრდის ტემპი კი სექტორისას 1.6-ჯერ აღემატება  +34.4%Y.Y.

წლის I ნახევარში (H1/2017)  ბანკების საცალო დაკრედიტება 3.4%-ით 9.741 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. აქედან ₾3.08 მლრდ სამომხმარებლო კრედიტებია (H1/2016 – 2.371 მლრდ; +30% Y.Y);  ₾5.5 მლრდ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები (H1/2016 – ₾ 4.3 მლრდ: +27.9% Y.Y).

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან  ბანკებს 747 მლნ ლარზე მეტი  შემოსავლების აქვს მიღებული (H1/2016 -616 მლნ) და  68.5% 2 ბანკზე მოდის.

H1/2017

 მლნ ₾
1 საქართველოს ბანკი 273
2 თიბისი 239
3 ლიბერთი  099

წყარო: კომერციული ბანკები