Author Archives: marabidze marabidze

BBC ქართული კერძის შესახებ- ენათესავება თუ არა პიცა ხაჭაპურს?

BBC-ის ჟურნალისტმა დევიდ ფერლიმ საქართველოში მოგზაურობისას ხაჭაპური დააგემოვნა და მკითხველს შთაბეჭდილება გაუზიარა: “ყველით და ცომით დამზადებულ ხაჭაპურს საქართველოში ყველგან და ყოველთვის შეხვდებით. თუ ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი ხარ არ უნდა შეეხო ცომს და არ უნდა მოზილო, რადგან შენი განწყობა ხაჭაპურზე აისახება და ამას დაგემოვნებისას აუცილებლად შეამჩნევთ. ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა მაკო ქავთარაძემ. მაკოს ნათქვამის არ მჯეროდა. ხაჭაპურის საჭმელად რიკოთის უღელტეხილზე ...

Read More »

პიროტექნიკის გამოყენებასა და ხმაურზე არსებული შეზღუდვები ახალი წლის დღეებში მოიხსნება

ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებასა და ხმაურზე არსებული შეზღუდვები ახალი წლის დღეებში მოიხსნება. შსს-ის ცნობით, 31 დეკემბერს 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე, ასევე 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება ნებადართული იქნება. ამასთან უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სიფრთხილის ზომები პიროტექნიკის გამოყენებისას. 2017 წლის დასაწყისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო 20-ზე მეტი ადამიანიდაშავდა ცნობისთვის, 15 აგვისტოდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ...

Read More »

მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი ხიდის მშენებლობა.  იმერეთის  რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული ...

Read More »

ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა

კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა. 1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერთიფიცირებული პირველი ნოუთბუქი  გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში. წლების მანძილზე ...

Read More »

ლარი გაუფასურებას აგრძელებს

14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში  2.92 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1437 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.33 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც ...

Read More »

დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 13 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები: ·         300 ლარამდე მოგზაურობის ვაუჩერი ან ·         100 ლიტრამდე პრემიუმ საწვავი ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით: ·         17 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე ·        50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს:ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში, ასევე  თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsunrace.ge საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. დაზღვეული, რომელიც აირჩევს მოგზაურობის ვაუჩერს, მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მიმართულებით ...

Read More »

საქართველოს ფოსტა კორესპონდენციის ჩაბარების რეიტინგში PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულშია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფოსტო კავშირ Prime–ის (140 წევრი ქვეყანა) მიერ გამოქვეყნებულ, საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა. ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. „აღნიშნული რეიტინგი ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ როგორც საქართველოს ...

Read More »

სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. ღონისძიება, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვას მიეძღვნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. „2013 წელს ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია შევიკრიბეთ და  საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ...

Read More »

თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება – გიორგი კაკაურიძე

„ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები დარჩება იგივე,  რადგან სამინისტროებს ფუნქციები არ ეცვლება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებში დაგეგმილი რეორგანიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კაკაურიძის განმარტებით, თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება. „ცვლილებებით გამოწვეული ოპტიმიზაციის  შესახებ ზუსტად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალი ხელმძღვნელები მივლენ შესაბამის, გაერთიანებულ სტრუქტურებში და გადაწყვეტენ, როგორი სტრუქტურით უნდა იმუშაოს ახალმა უწყებებმა. მანამდე, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია დასახელება, ...

Read More »

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი – DataFest Tbilisi ჩატარდება

15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი – DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ...

Read More »