Apple Store-ის რითეილ მაღაზიების რედიზაინი იგეგმება

თბილისი (BPI) –  Apple Store-ის რითეილ მაღაზიები მთელ მსოფლიოში რედიზაინს განიცდის, – ამის შესახებ ცნობილი Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

მაღაზიაში იქნება  ე. წ. ვერანდები მაგიდებით, სადაც მომხმარებელი დასვენებას შეძლებს, შიგნით განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, სადაც Apple-ის ხელმძღვანელობას თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვადასხვა საკითხის განხილვა შეუძლია.

როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, კომპანია ცდილობს Apple Store-ს ჰქონდეს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ გაყიდვების ადგილია.