Apple-ი ახალ პროდუქტებს კომპანიის ახალ კამპუსში წარადგენს

თბილისი (BPI) – სტივ ჯობსმა ზუსტად 10 წლის წინ მსოფლიოს პირველი სმარტფონი iPhone  წარუდგინა. შედეგად ამერიკული კორპორაცია Apple ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღეს, 10 წლის შემდეგ კომპანია ახალი პროდუქტების პრეზენტაციას ცოტა ხნის წინ აშენებულ ახალ კამპუსში Apple Park მართავს. პრეზენტაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მომხმარებელს წარუდგენს 3 ახალ პროდუქტს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა ახალი კამპუსის მნიშვნელობასა და ტექნოლოგიებზე ისაუბრა.

დარბაზი სრულად ჩაბნელდა და ისმოდა სტივ ჯობსის ხმა. ტიმ კუკმა აღნიშნა, რომ ამ პრზენტაციას უნდა მართავდეს სტივ ჯობსი. ახალ შენობას ასეც ჰქვია “სტივ ჯობსის თეატრი.”

პროდუქტების წარდგენამდე შეგვიძლია ვთვათ, რომ რამდენიმე დღით ადრე უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით.

სმარტფონების iPhone 8 და iPhone 8 Plus-ი სმარტფონის მეშვიდე მოდელის შთამომავალია.  iPhone X კი პრინციპულად ახალი, პრემიალური ვერსია იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ამ პროდუქტს კომპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებენ.

მოწყობილობის დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავებულია.  iPhone X-ი აღჭურვილი იქნება OLED-ეკრანით, გაუმჯობესებული კამერით და 3D-სკანერით, რომელიც სახის მოყვანილობის გარჩევის და სმარტფონის განბლოკვის შესაძლებლობას იძლევა.

iPhone X კომპანიისთვის საიუბილეო სმარტფონი იქნება, რამდენადაც პირველი მოდელი Apple-მა 2007 წელს გამოუშვა. ლათინური ასო X კი რომაული რიცხვი 10-ის აღმნიშვნელია.

ახალი iPhone ამერიკაში 900 დოლარი ეღირება.