Canal. Amsterdam. Netherland

ამსტერდამის მთავრობა ტურისტული მოსაკრებლის გაზრდას გეგმავს

თბილისი (BPI) – ამსტერდამის მთავრობა ტურისტული მოსაკრებლის გაზრდას გეგმავს. როგორც The Guardian-ი წერს, ერთ ღამეზე მოსაკრებელი 10 ევრომდე გაიზრდება. როგორც გამოცემა წერს, ქალაქის მთავრობის მიზანია შეამციროს იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებიც შაბათ-კვირას ქალაქს მხოლოდ წითელი ფანრების კვარტალის (ქალაქის ის რაიონი, სადაც განვითარებულია პროსტიტუცია) სანახავად სტუმრობენ.

ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ამსტერდამს სტუმრობენ, ყოველწლიურად იზრდება და ბოლო 5 წლის განმავლობაში თიტქმის მესამედით გაიზარდა. 2016 წელს ქალაქს, სადაც 850 000 ადამიანი ცხოვრობს, 17 მლნ მოგზაური ესტუმრა.

გასულ კვირას ქალაქში აქციები გაიმართა ლოზუნგებით “ამსტერდამი არ იყიდება!” “ვისია ქალაქი? ჩვენია ქალაქი!” ადგილობრივი მცხოვრებლები ქალაქში ფასები ზრდას აპროტესტებენ. ამსტერდამის მტავრობამ მიიღო გადაწყვეტილებაქალაქი ადგილობრივ მცხოვრებლებს დაუბრუნოს.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან მოსაკრებელი 6%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, ქალაქი ეძებს გზებს ფიქსირებული მოსაკრებლის დასაწესებლად და ღამეზე 10 ევროს დაწესებას გეგმავს, გარდა ამისა, მას დაემატება სასტუმროში გაჩერების ღირებულების გარკვეული პროცენტი.

ამსტერდამის მთავრობა ქალაქში ისურვებდა ისეთი ტურისტების დიდ ნაკადს, რომლებიც ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში გაჩერდებიან, ისადილებენ ძვირფას რესტორნებში, დაათვალიერებენ მუზეუმებს და სიამოვნებით უარს ეტყოდა მათ, ვინც შაბათ-კვირას სტუმრობს ქალაქს იმისთვის რომ ფალაფელი მიირთვას და წიტელი ფანრების კვარტალს ესტუმროს.