ამბროლაურში გურამ საღარაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

მბროლაურმა თავისუფალ ჭიდაობაში სახელოვანი ქართველი ფალავანის გურამ საღარაძის სახელობის მე-14 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

გათამაშებაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოჭიდავეებთან ერთად სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრება სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და სულ 160-მა ფალავანმა იასპარეზა, ჩემპიონ-პრიზიორები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და 9 მათგანში გამარჯვება ქართველმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
გუნდურ ჩათვლაში კი გამარჯვება თბილისის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე გორის ხოლო მესამეზე საგარეჯოს გუნდები გავიდნენ.

 

გურამ საღარაძის ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
23 კგ – თემური ფუთარაშვილი (გორი)
26 კგ – გიორგი მაისურაძე (გორი)
29 კგ – ბანუტიან ტიგრან (სომხეთი)
32 კგ – ნიკა ბოჭორიშვილი (გორი)
35 კგ – ომარ გულმანედოვ (აზერბაიჯანი)
38 კგ – ლუკა გუგეშაშვილი (ონი)
42 კგ – ბეჯანი ბარსონიძე (ამბროლაური)
47კგ – ილიასტ აზაევ (აზერბაიჯანი)
53 კგ – გიგი ქურხული (საგარეჯო)
59 კგ – აკაკი ჩიტაძე (რუსთავი)
66 კგ – დავით კუჭუაშვილი (საგარეჯო)
73 კგ – ნიკა ფესტვენიძე (ქუთაისი)
85 კგ – ნიკოლოზ ბარაბაძე (თბილისი)

sarbieli.ge