ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა. აბროლაურის აეროპორტის ინფორმაციით, მზარდი მოთხოვნის გამო რეისები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, ამიერიდან 4 სიხშირით ხორციელდება.

ახალი განრიგის მიმართულებით ფრენები ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ჩვილებისთვის – უფასო.

ამბროლაურის მიმართულებით ავიარეისები ნატახტარის აეროდრომიდან ხორციელდება.

ნატახტარი-ამბროლაურის და ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე:http://www.vanillasky.ge/