Airbus-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ავიალიანერის ახალი მოდელი წარადგინა (ვიდეო)

თბილისი (BPI) – ავიაკონცერნმა Airbus-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო ავიალიანერის Airbus A380-ის ახალი მოდელი წარადგინა.

Airbus A380plus-ზე 933 ადგილი იქნება, ანუ 80 ადგილით მეტი ვიდრე ავიალიანერის სტანდარტულ ვერსიას აქვს.

Airbus A380plus-ის ეკონომკლასში სავარძლები განლაგებულია სქემით 3-5-3, სულ 11 რიგად.

ავიალიანერის ფრთების ახალი კონსტრუქცია ფრენის ხარჯებს 4%-ით შეამცირებს, რის ხარჯზეც ავიაბილეთების გაიაფებაც მოხდება. სტანდარტულ A380-ს დაჯდომის გარეშე 15,4 ათას კილომეტრამდე დაფარვა შეუძლია. აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდით უკვე სარგებლობს 13 ავიაკომპანია.