airBaltic-ის თვითმფრინავს ფრთა დაუზიანდა

თბილისი (BPI) – ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ის Bombardier Dash 8-400 რიგის აეროპორტში ღობეს შეეჯახა. დაზიანდა თვითმფრინავის ფრთა და საბოლოოდ მისი მოჭრაც კი გახდა აუცილებელი. შედეგად ბორტს რეისები აღარ განუხორციელებია.

აღსანიშნავია, რომ airBaltic -ის ავიაპარკში ბორტი ახლად ითვლებოდა, რადგანაც კომპანიამ მისი ექსპლუატაცია 2013 წელს დაიწყო.

როგორც airBaltic-ის წარმომადგენელმა ალისე ბრიდმა განმარტა, აეროპორტში საჰაერო ხიდი გადაჰქონდათ, რომელმაც საჰაერო ხომალდის მანევრირების ტრაექტორია დაბლოკა. “ამ დროისათვის თვითმფრინავის მონიტორინგი მიმდინარეობს, რათა უახლოეს ხანებში მისი შეკეთება დავიწყოთ. შედეგად კი თვითმფრინავის რეისების შესრულებას თვის ბოლომდე შეძლებს“, აღნიშნა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.