Air France-ი 25 მარტიდან პარიზი-სტამბოლის ავიარეისს აუქმებს

თბილისი (BPI) – ფრანგული ავიაკომპანია Air France-მა გადაწყვეტილება მიიღო და 25 მარტიდან პარიზი-სტამბოლის ავიარეისს აუქმებს.
როგორც თურქული მედია წერს, 25 მარტიდან აღნიშნულ მიმართულებაზე Air France-ს ავიაკომპანია JOON ჩაანაცვლებს. თუ რატომ აჩერებს ავიაკომპანია Air France პარიზი-სტამბოლის რეისებს ამ დროისათვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Air France-მ ახალი ავიაკომპანიის დაარსება დაანონსა, რომლის სახელწოდებაც JOON იქნება და ის ფრენებს თვის ბოლომდე დაიწყებს.