აგროპროდუქციის შემნახველი საწარმო “საქინვესტი“ გაფართოვდა

თბილისი (BPI) – თბილისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი საწარმო “საქინვესტი“ გაფართოვდა და უკვე ერთდროულად 2 700 ტონა პროდუქციის შენახვა შეუძლია.

საწარმომ გაფართოება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს კომპონენტით“ ფარგლებში შეძლო. საწარმოში ჯამურად 1 718 494 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო. თბილისში შექმნილია 4 ახალი საწარმო და გაფართოვდა 34 საწარმო.