Studious female high school student

აბიტურიენტებს ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ

თბილისი (BPI) – სბიტურიენტებს, ტრადიციულად, ფაკულტეტის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ. ფაკულტეტის ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და განმარტავს, რომ ფაკულტეტის შეცვლა, დამატება და არჩევა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. 

ცვლილების სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.naec.gov.ge ან online.naec.ge. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფოსტაზე მიღებული პაროლი და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

ცვლილებების შეტანის შემდეგ აბიტურიენტმა უნდა დააჭიროს შენახვის ღილაკს.

სამინისტრო ახსნებეს აბიტურიენტებს, რომ ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის.

“ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება, თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება”, – განმარტავენ სამინისტროში.

ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ