7 საფეხურით წინ – Doing Business-ში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია

წინა წელთან შედარებით 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.

DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ახალი ზელანდია
2. სინგაპური
3. დანია
4. კორეა
5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
6. აშშ
7. დიდი ბრიტანეთი
8. ნორვეგია
9. საქართველო
10. შვედეთი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია შემდეგ 5 ინდიკატორში:

ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი)
ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი)
მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი)
კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი)
გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი)