„5 დედაქალაქის მატარებელი“ წლის ბოლომდე ამოქმედდება

თბილისი (BPI) – ე. წ. „5 დედაქალაქის მატარებელი“ – კიევი-მინსკი-ვილნიუსი-რიგა-ტალინი წლის ბოლომდე ამოქმედდება, – იმედოვნებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი.

მინისტრი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე „5 დედაქალაქის მატარებელის“ გაშვება შესაძლებელი იქნება და მარშრური მგზავრებში დიდი პოპულარულობითაც ისარგებლებს. ამ ეტაპზე მინისტრს პროექტის შესახებ მეტი დეტალი აღარ გაუჟღერებია.

The Baltic Course წერს, რომ ომელიანის იდეას ესტონეთი ცივად შეხვდა. ესტონეთის რკინიგზის Eesti Raudtee-ს ხელძღვანელმა ერიკ ლაიდვერმა განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის ხელისუფლების და ასევე ბელორუსის რკინიგზის წარმომადგენლებთან განიხილა, თუმცა რეალური დეტალების შესახებ ინფორმაცია არავის აქვს.

„ყველამ თავი დააქნია – შეიძლება, ვნახოთ რა გამოვა, ვცადოთ… თუმცა რეალურად საქმეს ჯერ არავინ აკეთებს. მთლიანობაში იდეას ვემხრობით, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მატარებელი მით უკეთესი. თუმცა თუ მგზავრებზეც ვიტყვით აქ პრობლემა – სიჩქარეა“, – განაცხადა ლაიდვერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა უჟგოროდი-კოშიცეს (სლოვაკეთი) მიმართულებაზე სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუკაჩაევოსა და ბუდაპეშტს შორის სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებაზე. განხილვაშია ასევე კიევი-სოფიას მიმართულებით სარკინიგზე ხაზზე მატარებლების მოძრაობაც.