Daily Archives: დეკემბერი 7, 2017

gwp-ის გენდირექტორი: კომპანია მომავალი 3 წლის მანძილზე 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – დღეს, 7 დეკემბერს, დილის ეთერში კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა 2017 წლის შესრულებული საინვესტიციო პროექტები შეაჯამა და შემდეგი წლის გეგმებზე ისაუბრა. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა. კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა, აქციონერებთ ერთად შეიმუშავა კომპანიის გრძელვადიანი განვითარების გეგმა. სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ წელს ...

Read More »

ფოტოებით შექმნილი ისტორიები – “საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტების გამოფენა „კონტეინერში“

თბილისი (BPI) – 12 წლის ლუკა, 29 წლის ვანო, 35 წლის შორენა, 42 წლის ხათუნა, ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ მომზადებული ფოტორეპორტაჟების გამოფენა გალერეა „კონტეინერში“ გაიმართა. „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული ფოტონამუშევრები „პროფესია ფოტოჟურნალისტის“ ქვეშ გაერთიანდა და დამთვალიერებელს არაერთი ისტორიის შესახებ უამბო. ლუკა აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნაა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, ისწავლოს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ითამაშოს ...

Read More »

სავალუტო რეზერვები 3 მლრდ-მდე გაიზარდა

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები გაიზარდა. 1 დეკემბრის მდგომარეობით $2,999 მლრდ-ს შეადგენს (+1.8%m.m; +7.9%Y.Y). სებ-ის სტატისტიკით, უცხოური ვალუტის რეზერვები $2.788 მლრდ-ია (L/Y – $2.584 მლრდ). სარეზერვო აქტივები რეზერვების გარდა SDR-საც მოიცავს, რომლის მოცულობა $212 მლნ-ია.

Read More »

1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება

თბილისი (BPI) – 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში განხორციელდება ეტაპობრივად, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ავტომობილების მფლობელთა ინტერესები. შესაბამისად, ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში – 2019 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი ...

Read More »

BPI-ს მკითხველთა უმრავლესობის შემოსავალი 500-დან 1000 ლარამდეა

თბილისი (BPI) – BPI-ს მკითხველთა უმრავლესობის შემოსავალი 500-დან 1000 ლარამდეა. გამოკითხვა „რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი“ 2017 წლის ნოემბერში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 329–მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობა, 28%-ის შემოსავალი 500-დან 1000 ლარამდე, 300-დან 500 ლარამდე აქვს შემოსავალი 22%-ს, 1000-დან 2000 ლარამდე აქვს რეპონდენტთა  19%-ს, 300 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს 17%-ს, 2000 ლარზე მეტი შემოსავალი კი მხოლოდ 13%-ს.

Read More »

GWP-ი განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უთერ ენდ ფაური ეხმაურება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას და აცხადებს, რომ ჯივიპი არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისს. თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ასევე იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ ...

Read More »

როგორ უნდა აიღოთ დაბალპროცენტიანი ინტერნეტ სესხი

თბილისი (BPI) – დღეისათვის, სესხის აღება მარტივია, მაგრამ დაბალპროცენტიანი, საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული კრედიტის შერჩევა არც ისე ადვილი. მიმზიდველი შეთავაზებები და მრავალფეროვანი არჩევანი კიდევ უფრო ართულებს სწორი არჩევანის გაკეთებას. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ სარეკლამო შეტყობინებას, რომელიც სესხის აღებას სწრაფად, დაბალ საპროცენტო განაკვეთში გვთავაზობს. როგორ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება კრედიტის აღების დროს? Credy საშუალებას გაძლევთ ონლაინ რეჟიმში შეავსოთ სესხის განაცხადის ფორმა და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომას დაესწრო

თბილისი (BPI) – საქართველოს ფინანსთა მინისტრი მოადგილეებთან ერთად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელშიც ამ ეტაპზე ქვეყნის 36 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული. შეხვედრაზე ბიზნეს-გაერთიანებების ხელმძღვანელებს საშუალება ჰქონდათ მამუკა ბახტაძისა და მისი მოადგილეებისთვის შეკითხვები  დაესვათ და მათგან პასუხები ადგილზე მიეღოთ. ღონისძიების მონაწილეებმა 2017-2021 წლების ფისკალურ პოლიტიკაზე იმსჯელეს. დისკუსიის რეჟიმში ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტულ სფეროებში არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნეს. “ჩვენ ვისაუბრეთ იმ ...

Read More »

“ქართული ზეთისხილი” მალე ექსპორტზე გავა

თბილისი (BPI) – კომპანია “ქართული ზეთისხილი” საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით უკვე სარგებლობს და უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის ...

Read More »

სიღნაღში ზეთისხილის მოსავლის აღება დაიწყო

თბილისი (BPI) – სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღება დაიწყო. სოფელ საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა. საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. მოსავლის აღებისა და გადამუშავების საწარმოო პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი გაეცნო. მინისტრმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის ...

Read More »