Daily Archives: დეკემბერი 6, 2017

ლარი გამყარდა

6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6975 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7031 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.56 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1895 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2070 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.75 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6993 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.6090 ლარი ...

Read More »

სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები – პაშა ბანკის IV კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

თბილისი (BPI) – 6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართა რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო. MEETING ROOM-ის შეხვედრამ უმასპინძლა ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები აღნიშნული სექტორისთვის, აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის ...

Read More »

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან – 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ – 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის ...

Read More »

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი „UNESCO“-ს რეესტრში − იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს. ხელნაწერი 6 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გახსნეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე; მეცნიერებათა აკადემიის, თსუ-ს, ხელნაწერთა ეროვნული ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გახდება ცნობილი

ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით,  ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. „უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში  თანხებიც  და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა ...

Read More »

ვითიბი ბანკმა ექსპრეს განვადებაზე აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა, წინასაახალწლო აქცია, ექსპრეს განვადებაზე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 100-დან 850 ლარამდე შენაძენზე საკომისიო 0% -ია, ხოლო 851-დან 5000 ლარამდე – 4,9 პროცენტს შეადგენს. 850 ლარამდე  შენაძენის შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 9.6%-ს შეადგენს.  851 ლარიდან შენაძენზე განაკვეთი 10.9%- დან  წყება. განვადების ვადა 24 თვემდეა. აქცია გაგრძელდება 15 იანვრის ჩათვლით.

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.960 პროცენტით, მაქსიმალური 7.050 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.005  პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის გასაუმჯობესებლად ტრენინგები ჩატარდა

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე სერვისის მიმწოდებელი ობიექტების პერსონალს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტრენინგები კურორტზე სერვისის გაუმჯობესებისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა, როგორებიცაა სტუმართმასპინძლობის ზოგადი პრინციპები, ტურისტის უსაფრთხოება, მასტერკალასებისა და ექსკურსიების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების და შეთავაზების დამუშავება. ტრენინგის მონაწილე საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და კურორტ „გოდერძი’-ს განთავსების ობიექტების ...

Read More »

კახა კალაძე: ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ აგებს პასუხს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის სტატისტიკა საგანგაშოა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება. მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებარე ობიექტებზე  ყოველგვარი დაზღვევისა და დაცვის გარეშე მუშაობენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ...

Read More »

იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია-დეგუსტაციები ტოკიოში და ოსაკაში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩი  ლევან ცინცაძე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი და თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე დაესწრნენ. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ადგილობრივი ომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „შატო მუხრანი“, „ფაფარი ...

Read More »