Daily Archives: დეკემბერი 1, 2017

აკაკი ბობოხიძე: ამ მთავრობას ფაროსანა დაამხობს

თბილისი (BPI) – „გამოდის რომ თქვენ გვატყუებთ, სინამდვილეში გვაღებინებთ 300 მლნ-ით გაზრდილ 2018 წლის ბიუჯეტს“, – 2017 წლის საბიუჯეტო ცვლილებების განხილვაზე გიორგი კაკაურიძემ რომან გოცირიძეს ამ და ხაზინის ნაშთების ხარჯვაზე კითხვებს უპასუხა. ფინანსთა მინისტრის მოდგილის თქმით, დიახ 2017 წლის ბიუჯეტი 233 მლნ-ით ბალანსდება, თუმცა სესხის დაზოგვის ხარჯზე. მთავრობა 176 მლნ-ით ნაკლებს ისესხებს. ასევე აღნიშნა, რომ ჩადებული 300 მლნ-დან თეთრი არ ...

Read More »

ბიზნეს კაფეს მეცამეტე შეხვედრა

თბილისი (BPI) – 2017 წლის 30 ნოემბერს სასტუმრო „რუმსში“ ბინზეს კაფეს წლის ბოლო, რიგით მეცამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ესაუბრა ტექნოლოგიების ექსპერტი, ჯეოსელის ყოფილი გენერალური დირექტორი ბ-ნი ოსმან თურანი თემაზე „ლიდერობა, რომელიც ქმნის წარმატებას“. „ბიზნეს კაფეს წლის ბოლო შეხვედრა ტრადიციულად ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული გამოვიდა. პროექტი უკვე მესამე წელია დიდი წარმატებით და პოპულარობით სარგებლობს, რაც ჩვენ ორმაგად გვიხარია, რადგან პაშა ...

Read More »

თბილისში კოსმოსური ჰაკათონი იწყება

თბილისი (BPI) – 1-3 დეკემბერს თბილისში კოსმოსური ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა. კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია. ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში – Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ...

Read More »

დასაჩუქრდი ჯადოსნური პრიზებით და ისლანდიაში მოგზაურობით

თბილისი (BPI) – ტერაბანკი და მასტერქარდი ერთობლივ გათამაშებას იწყებს, სადაც ყველა მონაწილე უკვე გამარჯვებულია! ყველას, ვისაც ტერაბანკის მასტერქარდ ბარათი გაქვთ ტრანზაქციების სანაცვლოდ შეგიძლიათ მიიღოთ გარანტირებული პრიზი პოლარული ნათების ჯადოსნური აპარატიდან! შეასრულეთ მინიმუმ 10 ერთეულის ოდენობის ტრანზაქცია 20-ჯერ და მიიღეთ პირველი კუთვნილი პრიზი! ან –  შეასრულეთ მინიმუმ 10 ერთეულის ოდენობის ტრანზაქცია 50-ჯერ და მიიღეთ უფრო მაგარი პრიზი მეორე კატეგორიის საჩუქრებიდან. #დასაჩუქრდი ...

Read More »

სწრაფი ონლაინ სესხი – მარტივი გამოსავალი ფინანსური პრობლემიდან

თბილისი (BPI) – გჭირდებათ დამატებითი თანხა გაუთვალისწინებელ ხარჯებთან გასამკლავებლად? საჭირო ფინანსების მოძიება მარტივად შეგიძლიათ, რადგან საფინანსო სექტორი შესაძლებელობას გაძლევთ ინტერნეტით აიღოთ სესხი. swrapi sesxebi online სახლიდან გაუსვლელად გაიცემა, თანხის მისაღებად საკრედიტო კომპანიის ვებგვერდზე ავსებთ განაცხადის ფორმას, სადაც უთითებთ პირად ინფორმაციას, საჭირო თანხის ოდენობასა და გადახდის პერიოდს. სესხის ასაღებად არ მოითხოვება ცნობები. საჭიროა პირადობის მოწმობა, საბანკო ანგარიში და მობილური ტელეფონის ნომერი. ...

Read More »

მერია სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ 35 მოქალაქეს ერთჯერადად 500 ლარს გადასცემს

თბილისი (BPI) – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500 ლარი გადაეცემა. დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 ...

Read More »

დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 589 000 ლარი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 589 000 ლარი დაიხარჯება. მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაბა მანგლისის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოებს განახორციელებს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია დაბა მანგლისში, კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანება, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის რაციონალურ მოხმარებას. პროექტით ...

Read More »

სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

თბილისი (BPI) – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1000-ზე მეტ სტუდენტს 2017-2018 წლებში სწავლას დაუფინანსებს. მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი უკვე დაამტკიცა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომელთა ოჯახებმაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის გადმოწევის, მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შედეგად ქონებრივი ზიანი მიიღეს და რომლებიც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის ...

Read More »

97 მლნ-ის ინვესტიცია და 800 დასაქმებული – “გალერეა თბილისი” გაიხსნა

თბილისი (BPI) – 97 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 800 დასაქმებული – თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე „გალერია თბილისი” გაიხსნა. “თბილისში არის ალბათ ადგილები, რომლებიც ჩვენ ძალიან ბევრ კარგ რამეს გვახსენებს. ეს არის ქალაქი, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული ხასიათი, ხელწერა და ყველას, ვინც თუნდაც ერთხელაც ყოფილა ჩვენს დედაქალაქში, ალბათ გაჰყოლია მოგონება ამა თუ იმ ადგილის შესახებ.რუსთაველის გამზირი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია არა ...

Read More »

ბაზისბანკის მხარდაჭერით ”აბრეშუმის გზა – რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გაიმართა

თბილისი (BPI) – „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში“ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით“ ”აბრეშუმის გზა – რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გაიმართა. აბრეშუმის გზის – ვაჭრობის ფინანსირების რეგიონალურ–ტექნიკურმა ფორუმმა თავი მოუყარა წამყვან იურისტებს, ბანკირებს, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონის ექსპერტებს ვაჭრობის ფინანსირების დარგში. ფორუმზე განიხილულ იქნა ის შესაძლებლობები და სირთულეები, რომლებიც თან ერთვის “ერთი სარტყელი-ერთი გზა”-ის ...

Read More »