Daily Archives: ნოემბერი 21, 2017

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებელი კომპანია მალე გახდება ცნობილი

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებელი კომპანია მალე გახდება ცნობილი. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი განაცხადების მიღება 16 ნოემბერს დაიწყო და დღეს 21 ნოემბერს დასრულდა. „რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის მშენებლობის ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერი შედგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპი,რომლის შემდეგაც გაირკვევა ვინ არის გამარჯვებული. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ კი დაიწყება ბათუმის ...

Read More »

ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა

თბილისი (BPI) – 21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.7060 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.7 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1766 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1717 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.49 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6841 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი ...

Read More »

Turkish Airlines-ი Black Friday-სთვის ემზადება

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი Black Friday-სთვის ემზადება, რომელიც თბილისის მიმართულებასაც შეეხება. Black Friday-ს აქცია 23 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე გასტანს და ამ პერიოდში შეძენილი ავიაბილეთებით მოგზაურობა 23 ნოემბრიდან 2018 წლის 15 მარტამდე უნდა დაიგეგმოს.  

Read More »

კახა კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნარჩენების მართვის   ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. როგორც დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. „ნარჩენების მართვის ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც გვაქვს  ნაკისრი და ჩვენც იმ დონეზე ვართ მისული, რომ ამ კუთხით რეფორმების განხორციელება აუცილებელია. აუცილებელია, ნარჩენების სეპარირება განხორციელდეს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეიცვალოს ...

Read More »

ევროკავშირმა და საქართველომ 2017–2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს

ევროკავშირმა და საქართველომ 2017–2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს. ახალი დოკუმენტი  2014–2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით შემუშავდა და მასში მოცემულია მხარეებს შორის შეთანხმებული ის პრიორიტეტები,  რომლებიც  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შემდგომი განხორციელების პროცესში უნდა შესრულდეს. განახლებულ დღის წესრიგში შენარჩუნებული იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად შემუშავებული პრაქტიკული ...

Read More »

Emmy Awards-ზე წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ აღიარეს

თბილისი (BPI) – წლის საუკეთესო ტელენოველად თურქული სერიალი „შენი ზოდიაქოს ფერი“ (Kara Sevda) აღიარეს. International Emmy Awards-ზე გამარჯვებული სერიალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა და საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა. როგორც ცნობილია, საერთაშორისო პრემია International Emmy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 20 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართა. პირველად Emmy Awards-ის ისტორიაში მასზე ნომინირებული იყო თურქული პროექტი, რომელმაც პირველივე ცდაზე გაიმარჯვა. თურქული არხის Star TV-ის პროექტი ...

Read More »

ლონდონის ბირჟაზე “თიბისის” აქციებზე გარიგებები შემცირდა

თბილისი (BPI) –  ლონდონის ბირჟაზე, გასულ სასესიო კვირას “თიბისის” (TBCB LI)  აქციებზე გარიგებები შემცირდა,  გაყიდულია 81 000 ზე მეტი  (L/w – >96 000). კვირის ბოლოს აქციის ფასი 16.7 გირვანქა სტერლინგი (GBP) იყო, 1.76%-ით (w.w)  შემცირდა (+0.18%m.m). საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 884მლნ-მდეა შემცირებული (L/w – GBP 912.5 მლნ).

Read More »

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” 424 000 აქციით ივაჭრეს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გაიაფდა. გასულ კვირას   32.95 – 35.59 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. კვირის ჭრილში კლებაა -6.86% w.w (-2,1%m.m). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 424 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 74  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.280 მლრდ (bloomberg) 1.08% (L/w – GBP 1.362 მლრდ). ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები GBP 3.34 – 3.45- ...

Read More »

“პაშა ბანკის“ მოგება ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – „პაშა ბანკს“ (საქართველო)  მოგება გაეზარდა.  1 ნოემბრისთვის,  4.4 მლნ ლარით, მომგებიან ბანკებში (15) 0.07%-იანი წილით არის წარმოდგენილი. ბანკის მომგებიანობის კოეფიციენტები  უმნიშვნელოდ  შემცირებულია, ROA (უკუგება აქტივებზე) – 2.09%-ია (Q3/2017 -2.19%),  ; ROE (უკუგება კაპიტალზე 5.03% (Q3/2017 – 5.32%)     ● 01.11.2017     Q3/2016 ● აქტივები 262 584 000 250 923 035  ₾ სესხები  97 253  000 111 849 887 ₾ მოგება ...

Read More »

ADB-ის ორგანიზებით საქართველოსა და ტაჯიკეთში საბანკო სტაჟირების პროგრამა დაიწყო

აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში  (TFP)  თიბისი ბანკის,  სითი ბანკისა და  ბანკ ესხატას (ტაჯიკეთი) მონაწილეობით პირველად ჩატარდა საბანკო სტაჟირების პროგრამა.   პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა ვაჭრობის ფინანსირების სფეროში არსებული გამოცდილება და ბიზნესპროცედურები გაუზიარა ბანკ ესხატას, რომელიც  ამ მიმართულებით საკუთარი საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს. ვაჭრობის ფინანირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება  ბანკ ესხატას  ტაჯიკეტში სითი ბანკის წარმომადგენლებაც გაუზიარეს. აზიის განვითარების ...

Read More »