Daily Archives: ნოემბერი 17, 2017

შეკვეთილში 5*-იანი სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი იხსნება

თბილისი (BPI) – შეკვეთილში თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5*-იანი სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი მალე პირველ სტუმრებს მიიღებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ დოლარია. როგორც BPI-ს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის სასტუმრო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. როგორც სასტუმროს ოპერატორი კომპანია Marriot-ის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული სასტუმრო დეკემბერში გაიხსნება. “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Paragraph Hotel & Spa ...

Read More »

თეგეტა მოტორსმა გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის რეიტინგი მოიპოვა

თბილისი (BPI) – თეგეტა პირველი კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch -ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო ფირმის შეფასებით, ქართული კომპანიის რეიტინგი B- (EXP) შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. თეგეტამ მოსალოდნელი რეიტინგი ობლიგაციების გამოშვების წინ მიიღო, თეგეტა 30 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებას 2018 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე გეგმავს. რეიტინგის მინიჭებისას Fitch -მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ...

Read More »

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ბუღას“ რეკლამები სექსისტურია

თბილისი (BPI) – საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია ...

Read More »

ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში Nobilia-ს სამზარეულოები ექსკლუზიურად გაიყიდება

თბილისი (BPI) – ელიტ ელექტრონიქსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან. მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული. ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა ...

Read More »

მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს: მომმართეთ იდეითა და წინადადებით, ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა

თბილისი (BPI) – ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროს თანამშრომლებს ღიოაობას ჰპირდება და მათ ეფექტური მუსაობისთვის იდეებისა და წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდებს. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალთა გუნდს. მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ...

Read More »

სტარტაპ დაზღვევა – თიბისი დაზღვევამ და სტარტაპერმა სტარტაპერებისთვის ერთობლივ პროდუქტი შექმნეს

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს – „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე. სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ. ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი სტიქიური მოვლენები საგნების დაცემა ...

Read More »

მარეგულირებელმა “რუსთავი 2“ და “იმედი“ წერილობით გააფრთხილა

თბილისი (BPI) – კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ და „ტელეიმედი“ წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებს, კერძოდ, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ “რუსთავი 2“-ის და „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) არცერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეულა არ ყოფილა. წინასააჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, ...

Read More »

“თელასს“ ელექტროგადამცემი ხაზების ვერა-1 და ვერა-2 რეაბილიტაცია 600 000 ლარი დაუჯდა

თბილისი (BPI) – თბილისის ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების საკაბელო მონაკვეთზე ამორტიზირებული 6 000 მეტრი სიგრძის 240 მმ2 კვეთის კაბელი 500 მმ2 კვეთის კაბელით შეიცვალა. პროექტის ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონების 24 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი ...

Read More »