Daily Archives: ნოემბერი 16, 2017

Bloomberg-ის სისტემაში ლარი ისევ გაუფასურდა და 2.7225-იან ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის ისევ გაუფასურების ტრენდს აჩვენებს. დილას ვაჭრობა $1/2.7005 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ლარმა ისევ დაღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.7037 ლარამდე დაეცა, მოგვიანებით კი 2,7275 ნიშნულს მიაღწია. ამ დროისთვის $1/2.7225-ზეა.

Read More »

საქართველოში მომხმარებელთა თითქმის ყოველ მეხუთე კომპიუტერზე ინტერნეტ-შეტევა ხორციელდება

თბილისი (BPI) – საქართველოში მომხმარებელთა თითქმის მეხუთედი 2017 წლის მესამე კვარტალში შეეჯახა ინტერნეტიდან ინფიცირების პრობლემას, – ასეთია „კასპერსკის ლაბორატორიის“  ექსპერტთა კვლევის შედეგები, რომელსაც ლაბორატორიის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით საქართველო მე-19 ადგილზეა და ქვეყანაში მომხმარებელთა თითქმის ყოველ მეხუთე კომპიუტერზე ინტერნეტ-შეტევა ხორციელდება. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში დროის ამ მონაკვეთში  მომხმარებელთა 17,50 % შეეჯახა შეტევას  ბოროტმზრახველი  პროგრამების (Malware)  მხრივ.  სომხეთში ამ მაჩვენებელმა ...

Read More »

“ნენსკრა ჰიდრო“ ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს დააფინანსებს

თბილისი (BPI) – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდინარე ნაკრას შენაკადების – ლექვერარისა და ლაქნაშერას კალაპოტების გაწმენდით სამუშაოებს აფინანსებს. გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი ლექვერარის ხეობაში უკვე დაიწყო.კალაპოტის გაწმენდის შემდეგ კომპანია ხრეშსა და ქვიშას გაზიდავს და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს. მეორე ეტაპი კი, რომელიც მდინარე ლაქნაშერას მოიცავს, 2018 წელს ჩატარდება. კომპანიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები სოფელ ნაკრას ...

Read More »

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 68%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – აშშ-ში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტამთა ყველაიძე ამბობს, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ...

Read More »

მამუკა ბახტაძე: სსფ მთავრობის აქტიური მხარდამჭერია და პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში ფრანსუა პეჰშოს შეხვდა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობისა და მისი რეფორმების აქტიური მხარდამჭერია და ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის მიმართულებები, სსფ-ის პროგრამა, რომელიც სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას. ...

Read More »

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს საქართველოში შენს ფიქრებში – Vogue საქართველოზე წერს

თბილისი (BPI) – მოდის სამყაროს გავლენიანი ჟურნალი Vogue მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს, – ჟურნალისტური ნამუშევრის ქართულ ვერსიას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველო სწრაფ გზას დაადგა და მალე ახალი ბერლინი ან პრაღა გახდება. უმჯობესია დროულად ეწვიოთ ამქვეყანას, იმიტომ რომ ცოტა ხანში საქართველოში გამგზავრების იდეა ყველას მოუვა თავში,“ – წერს სტატიის ავტორი კარენ ლოფტუსი. ჟურნალისტი სტატიაში საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობს აღწერს და განსაკუთრებულ ყურადღებას ...

Read More »

ფრანსუა პეშო: საქართველოსთან მიმდინარე სსფ-ს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია

თბილისი (BPI) – საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ფრანსუა პეშო საქართველოსთან მიმდინარე პროგრამას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს. როგორც მან ფინანსთა ახალ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, პროგრამამ ნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით – 4.2 პროცენტზე დაგეგმა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პროგნოზს – 2017 წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი – 4,5 პროცენტი ...

Read More »

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველკვირეულ სტარტაპ სესიებს იწყებს

თბილისი (BPI) – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველკვირეულ სტარტაპ სესიებს იწყებს. სესიები მათთვისაა, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნესიდეა, სურს გაიგოს მეტი იდეის კომერციალიზაციის და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ სახელმწიფო ან/და კერძო სექტორიდან, სურს შეხვდეს წარმატებულ სტარტაპებს და დაამყაროს მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები. სტარტაპ სესიების ციკლი დასრულდება Silicon Valley Tbilisi Challenge 2-ით, სადაც ყველა დაინტერესებული სტუდენტი შეძლებს წარმოადგინოს ინოვაციური მედიაპროდუქტის კონცეფცია. პირველი სტარტაპ სესიის ...

Read More »

ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 123 მლნ დოლარს (307.1 მლნ ლარი) მიაღწია, ეს 20%-ით (20.5 მლნ დოლარით) მეტია, ვიდრე 2016 წლის ოქტომბერში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილებით რუსეთი ლიდერობს, რომელზეც მთლიანი გზავნილების 39% მოდის. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული ...

Read More »

ვითიბის მხარდაჭერით გამოფენა “ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ გაიმართება

თბილისი (BPI) – საქართველოში საბერძნეთის საელჩო, საქართველოსთან დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 17 ნოემბერს 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უმასპინძლებს ფოტოგამოფენის „ფოტოგრაფიული მარშრუტი ათონის მთაზე 1969-2001“ ოფიციალურ გახსნას. ღონისძიების გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკია. გამოფენა, პირველად 2006 წლის ზაფხულში, ათენის ბენაკის მუზეუმში გაიმართა. მას შემდეგ, მოიარა მთელი მსოფლიო და ახლა პირველად წარსდგება ქართველი დამთვალიერებლის წინაშე. გამოფენა შედგება კოსტას ბალაფასის მიერ 1969-2001 ...

Read More »