Daily Archives: ნოემბერი 14, 2017

ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა

კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა. 1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერთიფიცირებული პირველი ნოუთბუქი  გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში. წლების მანძილზე ...

Read More »

ლარი გაუფასურებას აგრძელებს

14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 2.6538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში  2.92 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1437 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0904 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.33 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც ...

Read More »

დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 13 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები: ·         300 ლარამდე მოგზაურობის ვაუჩერი ან ·         100 ლიტრამდე პრემიუმ საწვავი ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით: ·         17 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე ·        50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს:ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში, ასევე  თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsunrace.ge საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. დაზღვეული, რომელიც აირჩევს მოგზაურობის ვაუჩერს, მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მიმართულებით ...

Read More »

საქართველოს ფოსტა კორესპონდენციის ჩაბარების რეიტინგში PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულშია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფოსტო კავშირ Prime–ის (140 წევრი ქვეყანა) მიერ გამოქვეყნებულ, საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა. ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. „აღნიშნული რეიტინგი ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ როგორც საქართველოს ...

Read More »

სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე. ღონისძიება, რომელიც აღნიშნული საკითხის განხილვას მიეძღვნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. „2013 წელს ღვინის მწარმოებელთა ასოციაცია შევიკრიბეთ და  საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ...

Read More »

თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება – გიორგი კაკაურიძე

„ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები დარჩება იგივე,  რადგან სამინისტროებს ფუნქციები არ ეცვლება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებში დაგეგმილი რეორგანიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კაკაურიძის განმარტებით, თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება. „ცვლილებებით გამოწვეული ოპტიმიზაციის  შესახებ ზუსტად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალი ხელმძღვნელები მივლენ შესაბამის, გაერთიანებულ სტრუქტურებში და გადაწყვეტენ, როგორი სტრუქტურით უნდა იმუშაოს ახალმა უწყებებმა. მანამდე, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია დასახელება, ...

Read More »

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი – DataFest Tbilisi ჩატარდება

15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი – DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ...

Read More »

KLM-ის თვითმფრინავს მეხი დაეცა

ამსტერდამში ერთ-ერთმა ვიდეოკამერამ გადაიღო კადრები თუ როგორ ეცემა მეხი KLM-ის თვითმფრინავს. როგორც კადრებიდან ჩანს სტიქიის „მსხვერპლი“ ამჯერად Boeing 777-300ER (PH-BVS) გახდა. ინციდენტის მიუხედავად ბორტმასამხრეთ ამერიკის მიმართულებით ფრენა განახორციელა, რადგანაც თანამედროვე ლაინერები მსგავს რისკებზე უკვე გათვლილია და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.  

Read More »

ბავშვებისათვის აუცილებელია ჯანსაღი ინტერნეტ-გარემო

თბილისი (BPI) – საქართველო განიხილება თვითრეგულირებადი ინტერნეტ-სივრცით, რომელიც არის თავისუფალი, ცენზურისა და შეზღუდვების გარეშე. ქვეყნაში სიცოცხლისუნარიანია კიბერუსაფრთხოების დონე, მაღალია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, დაცულია ინტელექტუალური საკუთრება და კოპირაითი. ქვეყნის ინტერნეტ-სივრცის პოლიტიკა მიმართულია განვითარებისა და დემოკრატიული ინიციატივების სტიმულირებისაკენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოს ინტერნეტ-გარემოს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს პორნოგრაფიული ხასიათის კონტენტის, შეურაცხმყოფელი ფორმების,  ძალადობისა და სხვა მავნე ინფორმაციული ნაკადის ...

Read More »

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელები ამხილეს

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130 785 ლარს. ...

Read More »