Daily Archives: ნოემბერი 13, 2017

ფინანსური პირამიდების საფრთხე – დაზარალებულია 4000 ადამიანი, ზარალი 100 მლნ ლარი

თბილისი (BPI) – ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი, – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევის შედეგი. როგორც ორგანიზაცია წერს, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა ...

Read More »

GlobalFinance: საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოს „საქართველოში 2018 წლის საუკეთესო პირადი საბანკო მომსახურება“ მიღებაზე განაცხადა. ხსენებულ კატეგორიაში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკებს ცნობილი საერთაშორისო ჟურნალი Global Finance-ი უკვე მესამედ ავლენს. „ჯილდოს მიღება ადასტურებს მომსახურების იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით კლიენტებს სთავაზობს. პირადი ბანკირის მომსახურებასთან და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, საქართველოს ბანკი, თავისი შვილობილი კომპანიის, Galt ...

Read More »

უწყებების გაერთიანება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ მოხდება

თბილისი (BPI) – მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა უწყებების შერწყმა-გაერთიანების შემდეგ დაინიშნება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, უწყებების გაერთიანებაზე კანონპროექტს მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს და შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად. აღნიშნა, რომ მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდება, იმ ოდენობაში ჯდება, რომ ნდობის საკითხი პრობლემად არ დადგეს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი განმარტავს, რომ ამის ...

Read More »

პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს

თბილისი (BPI) – მთავრობაში უკვე დაგეგმილი და დაანონსებული საკადრო-სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების აუცილებლობას იწვევს. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლება და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს უნდა წარედგინოს. პრეზიდენტს მთავრობის პარლამენტში წარსადგენად 1 კვირა აქვს. პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ უკვე განაცხადა. დაგეგმილია რამდენიმე უწყების შერწყმა-გაუქმება. რამდენიმე მინისტრი პორტფელის გარეშე დარჩა, რამდენიმემ კი ...

Read More »

Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც მითითებულია ის მიმართულებები, რომელზედაც Pegasus Airlines-ი დაფრინავს, კარგად ჩანს, რომ საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად არის დატანილი. ამ ინფორმაციის შესახებ საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენლობისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, საკითხის გარკვევას ავიაკომპანიის სათაო ოფისთან შეეცდებიან.

Read More »

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება – ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 8,566 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს 12.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. “საქსტატის” მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,203 მლრდ დოლარია, რაც 29.4%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლს იანვარ-ოქტომბერში. იმპორტი 6,363 მლრდ დოლარია, ზრდა 7.8%-იანი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,16 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6% შეადგინა.

Read More »

ცვლილებების ახალი ტალღა – რომელი სამინისტრო რჩება და ვინ ინარჩუნებს მინისტრის პორტფელს

თბილისი (BPI) – მთავრობა ცვლილებების ახალ ტალღას იწყებს. პრემიერმინისტრმა სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დღეს მთავრობის კანცელარიაში განაცხადა. მისი თქმით, სტრუქტურულ-ფუნციური ცვლილებები ემსახურება მეტ პროგრესს, მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. პრემიერის თქმით, იგეგმება მთავრობის სტრუქტურული ცვლილება და საკადრო გადაადგილებები. ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებული უწყების ხელმძღვანლად ...

Read More »

კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს. „მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, ...

Read More »

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის მომხრეა

თბილისი (BPI) – საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის რეორგანიზაციის მომხრეა. როგორც “იმედინიუსი” წერს, საგანელიძისთვის თემა აქტუალურია, თუმცა მთავრობას ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ აქვს. როგორც “იმედინიუსი” წერს, ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების კორპორაციის შექმნა სამომავლოდ ფონდის საქმიანობისთვის უკეთესია, თუმცა იზიარებს მთავრობის არგუმენტსაც, რომ ფონდი დღევანდელი ფორმით უნდა შენარჩუნდეს. საგანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ ფონდი ბიუჯეტიდან რამდენს ...

Read More »