Daily Archives: ნოემბერი 13, 2017

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა კიდევ ერთი პოლიკლინიკა იყიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG)  კიდევ ერთი კლინიკის შეძენაზე განაცხადა. ჯგუფის ცნობით,  პოლიკლინიკა, რომელსაც 20 000 რეგისტრირებული პაციენტი ჰყავს, ორთაჭალაში მდებარეობს. ის არის ახალი კლასტერის საწყისი. პოლიკლინიკა ყველა ასაკის პაციენტს ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. GHG-ში გარიგების სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ ახალი შენაძენი მათი სტრატეგიის ნაწილია, გააფართოვონ ჯანდაცვის სექტორში მომსახურება პოლიკლინიკების ქსელის დახმარებით. ამჟამად ჯგუფის მფლობელობაში 12 ...

Read More »

საავიაციო ნავთის იმპორტი ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი ოქტომბერში გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,3 ათასი ტონა, რაც 4,3 ათასი ტონით მეტია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში სააავიაციო ნავთის ძირითადი იმპორტიორი თურქმენეთია. იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა საბერძნეთი და აზერბაიჯანი.

Read More »

ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება

თბილისი (BPI) – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება. როგორც ყოფილი მინისტრი გავრცელებულ განცხადებაში წერს, ის განახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს ქართული სპორტის სასიკეთოდ. „დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ...

Read More »

საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში

თბილისი (BPI) – საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში წარმოებული დაფნის ფოთოლი თითქმის მთლიანად გადის ექსპორტზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საქართველოში დაფნის ფოთლის 49 ექსპორტიორია, მათ შორისაა შპს „ქართული დაფნა“, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვანის რაიონის სოფელ ბზვანში მდებარე სახელმწიფო ქონება გადაეცა. საწარმო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ქართული ...

Read More »

ბიტუმის იმპორტი საქართველოში ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით გაიზარდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ოქტომბერში 13 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა საქართველოში, რაც 3 ათასი ტონით ჩამორჩება სექტემბრის მაჩვენებელს. იანვარ-ოქტომბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა თითქმის 91 ათას ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, ირანიდან შემოდის.

Read More »

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს. „რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, – განუცხადა ირაკლი ...

Read More »

“გირჩი”: ბენდუქიძის შემდეგ ვერავინ გაბედა მსგავსი სტრუქტურული ცვლილებების გატარება

თბილისი (BPI) – “გირჩი” მთავრობის დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მითითებულია, რომ სამინისტროების რაოდენობის შემცირება ცალსახად არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. “გირჩი, დაარსების დღიდან ითხოვს სამინისტროების რაოდენობის შემცირებას 7-8 სამინისტრომდე. მნიშვნელოვანია, რომ კახა ბენდუქიძის შემდეგ ამ ქვეყანაში ვერავინ გაბედა ამ მიმართულებით ცვლილებების გატარება და პირიქით, წლების განმავლობაში სამინისტროების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. მხარჯველი სტრუქტურების შერწყმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ...

Read More »

მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. “ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და ამ ეტაპზე რაიმე მასშტაბურ საკადრო გადადგილებებზე საუბარი არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. აღნიშნა, რომ ეს პოსტი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მამუკა ბახტაძის ...

Read More »

კობახიძე: მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების დაწყებას აფასებს. ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებაა. „პრემიერ მინისტრის მიერ შემოთავაზებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას და ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას“. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი ხარჯების ოპტიმიზაციაც იქნება, შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ყველა თვალსაზრისით დადებით შედეგებს მოიტანს. „ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება ...

Read More »

თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა

თბილისი (BPI) – ცნობილმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა კორპორატიული სეგმენტისთვის, – ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi. თიბისი ბანკმა  Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში მიიღო. ბანკი ასევე დასახელდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად. გამარჯვებული ბანკები  Global Finance-მა  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ...

Read More »