Daily Archives: ნოემბერი 12, 2017

მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს აანონსებს

თბილისი (BPI) – მთავრობა საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციამ ცვლილებები უკვე დაანონსა. პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-12 სართულზე), დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. მთავრობაში ცვლილებების შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ მედიაშიც. სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაუქმდება რამდენიმე სამინისტრო. ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტშიც, საუბარტია, რამდენიმე მინისტრის სხვა პოზიციაზე გადანაცვლებაზე, ...

Read More »

მოითხოვე ქართული – მედიათეკების გაერთიანება ქართული პროდუქციის გამოფენას უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – თბილისის მედიათეკების გაერთიანება (ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 76) ქართული პროდუქციის გამოფენას 13 ნოემბერს, 16:00 საათზე უმასპინძლებს. გამოფენის პარალელურად დაგროვებითი ბარათის “მოითხოვე ქართული” ფარგლებში მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. გამარჯვებულები, ასევე, მიიღებენ სპეციალურ პრიზებს 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან. დაგროვებითი ბარათი “მოითხოვე ქართული” არის საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათია, რომელზეც  ქართული ...

Read More »

აგროპროდუქციის შემნახველი საწარმო “საქინვესტი“ გაფართოვდა

თბილისი (BPI) – თბილისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი საწარმო “საქინვესტი“ გაფართოვდა და უკვე ერთდროულად 2 700 ტონა პროდუქციის შენახვა შეუძლია. საწარმომ გაფართოება შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს კომპონენტით“ ფარგლებში შეძლო. საწარმოში ჯამურად 1 718 494 ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების ...

Read More »

HeidelbergCement-მა საქართველოში ბიზნესის ნახევარი დათმო

თბილისი (BPI) – კომპანია HeidelbergCement-მა საქართველოში ბიზნესის ნახევარი გაყიდა, – ინვესტიციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს. 50%-იანი წილი Cement Invest-მა შეიძინა, რომლის მფლობელი თანაინვესტირების ფონდი და კომპანია Hunnewell Partners-ია. გარიგების მოცულობა 115 მლნ ევროა. კომპანიის პრესრელიზში მითითებულია, რომ გარიგება HeidelbergCement-ის ვალის გაქვითვას გულისხმობს. კომპანიაში იმედოვნებენ, Cement Invest-თან პარტნიორობა სასარგებლო იქნება, რამდენადაც შეძლებენ საპარტნიორო ფონდისა და Hunnewell-ის შესაძლებლობების გამოყენებას. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბენ შიფელი ...

Read More »