Daily Archives: ნოემბერი 10, 2017

აკაკი ზოიძე თამბაქოზე აქციზის ზრდას აანონსებს

თბილისი (BPI) – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თამბაქოზე აქციზის ზრდას აანონსებს, – ინფორმაციას “იმედი” აქვეყნებს. ტელევიზია ზოიძეზე დაყრდნობით წერს, რომ თამბაქოს აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს პროდუქტები გაძვირდება. “საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%-ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენს შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება ...

Read More »

საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, – მონაცემებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზებისა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციებში მონაწილეობა. ამ მიზნით განათლების სამინისტრომ დაიწყო პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“ და პროექტის ფარგლებში წელს პირველად, საქართველოს უნივერსიტეტები რამდენიმე საერთაშორისო გამოფენასა თუ კონფერენციაზე წარსდგნენ. სამინისტროს ცნობით, პროექტის საწყის ...

Read More »

ზაზა ფაჩულია “არქი ჯგუფის” პარტნიორი გახდა

თბილისი (BPI) – ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ პარტნიორი გახდა, – ინფორმაციას “არქი ჯგუფი” ავრცელებს. კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოჩნდა ზაზა ფაჩულიას მონაწილეობით სარეკლამო რგოლიც. ზაზა ფაჩულია „არქი ჯგუფის“ სხვადასხვა პროექტში ჩაერთვება. დეველოპერული კომპანია ზაზასთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს. შეგახსენებთ, რომ NBA-ს ქართველმა კალათბურთელმა საქართველოში ბოლო ვიზიტისას „არქი ჯგუფში“ ბინაც შეიძინა. „არქი ჯგუფი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ...

Read More »

სურსათის სააგენტო თბილისის აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

თბილისი (BPI) – სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქის აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის პროდუქტების სექციებზე. მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. ამჯერად გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 4 ბიზნესოპერატორი, რომელთაგანაც ორს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა. ...

Read More »

რა არის Platts-ი

თბილისი (BPI) –  ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Platts-ის საქმიანობაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციას აქვეყნებს. განმარტავს, რომ Platts-ი სპეციალიზირდება ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, ნავთობქიმიისა და სამრეწველო მეტალების  ფასების კოტირების დადგენასა და გამოქვეყნებაზე, რომლის ვაჭრობაც ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. Platts არის ამერიკული მედიაჰოლდინგი  „McGraw-Hill“-ის ქვეგანყოფილება (2016 წლის აპრილის თვიდან ეწოდება „S&P Global Platts“). Platts  ფუნქციონირებს მსოფლიოში უკვე საუკუნეზე მეტია.  1909 წელს ჟურნალისტმა უორენ პლატმა კლივლენდში ...

Read More »

“თელასი“ ქვესადგურში “დიღომი-35“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

თბილისი (BPI) – საბურთალოს რაიონის ნაწილის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია „თელასი“ ქვესადგურში „დიღომი-35“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. კომპანიამ ქვესადგურის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ქვესადგურში მოძველებული მაღალი ძაბვის „КСО-366“ ტიპის უჯრედები თანამედროვე, ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა. ასევე შეიცვალა 35 კილოვოლტიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი, განახლდა 4 კილომეტრამდე სიგრძის საკაბელო და საჰაერო ხაზები. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება საბურთალოს რაიონის (დიღმის დასახლების) ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის სხვადასხვა უბანში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში – მეტროპოლიტენის სადგურებისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, პირთა ჯგუფს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ განთავსებული. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია კანონის დარღვევით ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი Nurol Holding-ის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს და საქართველოს საპატიო კონსულს იზმირში, ნურეთინ ჩარმიქლის უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. კვირიკაშვილმა ნურეთინ ჩარმიქლის საქართველოს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს Nurol Holding-ის მიერ განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს. პრემიერმა Nurol Holding-ის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დანახარჯები მიმდინარე წელს 36-37%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ ...

Read More »

პრემიერი ინვესტორებს: საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქით

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საქართველოს ბანკის” ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. განაცხადა, რომ საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა. “მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

10-დან 4 თბილისელს არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა

თბილისი (BPI) – პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია თბილისში, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც მარკეტინგულმა კომპანია ACT-იმ ჩაატარა. კვლევის მონაცემებით, ათიდან ოთხ თბილისელს (44%) არასოდეს ჩაუტარებია პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. თბილისელების ერთი მესამედი ამ მიზნით სამედიცინო გამოკვლევებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ იტარებს (32%), ხოლო ერთი მეოთხედი კი პროფლაქტიკური გამოკვლევებისთვის სამედიცინო დაწესებულებას ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად ...

Read More »