Daily Archives: ნოემბერი 10, 2017

“კრედოს“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „კრედოს“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა, კოეფიციენტმა 21.4%-დან (Q2/2017),  19%-მდე (Q3/2017) დაიკლო. ლარში, ბანკის საკრედიტო დაბანდება 390 მლნ ლარამდეა გაზრდილი (Q2/2017 – 373 მლნ; +4.6%Q.Q). მთლიანი პორტფელი 482 მლნ ლარია (Q2/2017- 475 მლნ; +1.5%Q.Q). ბანკს ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი -52.6 მლნ,  ფიზიკური პირების სესხებიდან აქვს მიღებული. ოდნავ ნაკლებია – 50 მლნ,  ვაჭრობის და მომსახურების სექტორის დაკრედიტებიდან.

Read More »

რუსეთის დუმა მთავრობას მარცვლეულის დაბალი ფასის გამო მოსალოდნელ კატასტროფაზე აფრთხილებს

თბილისი (BPI) – რუსეთის სახელმწიფო დუმას მარცვლეულის ბაზარზე არსებული მდგომარეობა აწუხებს. დუმა აგრალურ კომიტეტს სთხოვს გაარკვიოს რა ინფორმაცია აქვს მთავრობას მარცვლეულის ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ბაზარზე მარცვლეულის დაბალი ფასით შეშფოთებული ფრაქცია კომუნისტების დეპუტატები მთავრობისაგან სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვენ. როგორც news.rambler.ru წერს, ნოემბრის დასაწყისისთვის რუსეთში 125 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი ანუ ჰექტარზე საშუალოდ 30 ცენტნერი აიღეს. “ეს რეკორდული მოსავალია, თუმცა ...

Read More »

“გაზელ ფაინანსმა” “დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური თანამონაწილეობით საინვესტიციო ფონდმა „გაზელ ფაინანსმა” სწრაფი კვების წამყვან ობიექტ „დეგუსტოში“ პირველი ინვესტიცია განახორციელა, „დეგუსტომ“ კი ფონდის განხორციელებული ინვესტიციით, ახალი ობიექტი გახსნა. „გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიცია „დეგუსტოს“ საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოვოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა 12-მდე გაზარდოს, რის შედეგადაც ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ დროისთვის “დეგუსტოს” ...

Read More »

11 ნოემბერს ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 11 ნოემბერს, 12 საათზე, ენერგოეფექტურობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი თბილისში, ღია ცის ქვეშ, რიყის პარკში გაიმართება. ფესტივალს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” საერთაშორისო სასკოლო პროექტის “SPARE” ფარგლებში მართავს. ფესტივალის პარტნიორია კომპანია ინტეკი – ინოვაციური ტექნიკის მაღაზია. ფესტივალზე გაიმართება ეკოვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის, რომლის გამარჯვებულებიც მონაწილეობას მიიღებენ ელექტრო ჰოვერბორდებით რბოლაში. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე კომპანია ინტეკისგან საჩუქრად მიიღებს ...

Read More »

უძრავი ქონების რეესტრში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა

თბილისი (BPI) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ქონებაზე განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე განაცხადი დარეგისტრირდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ქუთაისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორებს, რომლებმაც მემილიონე ტრანზაქციის განაცხადზე ამონაწერი მოამზადეს, სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მემილიონე ტრანზაქციაზე განაცხადი 23 ოქტომბერს იქნა შემოტანილი. მოქალაქე ...

Read More »

ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

თბილისი (BPI) – ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით. ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ვაჭრობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ...

Read More »

Turkish Airlines-მა რეკორდული შემოსავალები მიიღო

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა 2017 წლის მესამე კვარტალში, არსებობის მანძილზე, ყველაზე რეკორდული შემოსავალები მიიღო. ავიაკომპანიის მონაცემებით, 2017 წლის მესამე კვარტაში Turkish Airlines-ის წმინდა მოგებამ 939 მლნ დოლარი შეადგინა, რასაც მენეჯმენტი ფინანსურ დისციპლინას უკავშირებს. საანგარიშო პერიოდში, Turkish Airlines-ის საოპერაციო მოგებამ 956 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე კვარტალში გაიზარდა ასევე Turkish Airlines-ის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები. Turkish Airlines-ის მთლიანი შემოსავლები, ...

Read More »

ოთარ ძიძიკაშვილი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში პირველ წელს 12-13 მლნ-ის აკუმულირებას ელის

თბილისი (BPI) – დეპოზიტების დაზღვევის ფონდის  რესურსის დასაბანდებელი ბაზა შეზღუდულია. შესაძლებელია მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომლის ემიტენტი სახელმწიფოა ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ბონდი უნდა იყოს სუვერენული ამასთან მხოლოდ  მაღალი საინვესტიციო ქულებით. დეპოზიტების დაზღვევის  სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა  სებ-ის და კომერციული ბანკების მენეჯერებთან  გამართულ შეხვედრაზე პირველ წელს ფონდში 12-13 მლნ-ის აკუმულირების მოლოდინზე  განაცხადა. ფონდში ფული, სადეპოზიტო ნაშთებიდან ბანკების ყოველთვიური  გადარიცხვებით დაგროვდება, ლარის დეპოზიტზე ...

Read More »

სავაჭრო-სამრეწველო პალატა ICI-ს აფუძნებს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) დამფუძნებელი ხდება. ალიანსის შექმნა 2017 წლის 27 ნოემბერს,  ჩინეთის დედაქალაქში იგეგმება და მისი მთავარი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. პროექტში საქართველოს ჩართვით ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მხარდაჭერა მოიპოვონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქმიანობის წამოწყების სურვილის შემთხვევაში.  ალიანსი პეკინის მუნიციპალიტეტის ფინანსური ხელშეწყობით ფუძნდება, ...

Read More »

ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

თბილისი (BPI) – ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტი შემცირდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ოქტომბერში იმპორტირებულია 97,1 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  50,7  ათასი ტონა (კლება  წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონით, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით – 6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 46,4 (კლება წინა ...

Read More »