Daily Archives: ნოემბერი 9, 2017

ლიმონათი “ზედაზენის“ სახის შესარჩევად სიმღერის კონკურსი იწყება

თბილისი (BPI) – „ქართული ლუდის კომპანია“ ლიმონათი „ზედაზენის“ სახის შესარჩევად სიმღერის კონკურსს იწყებს. 10 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით „ისთ ფოინთში“, კერძოდ „ფოკუს მოკუსის“ ტერიტორიაზე, 6-დან 12 წლამდე ბავშვებს შეძლებენ მისვლას და საკონკურსო სიმღერის ჩაწერას ლიმონათი “ზედაზენის” სტენდთან. სიმღერის ტექსტი ატვირთულია კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე (https://www.facebook.com/Limonatizedazeni/), სადაც ბავშვები შეძლებენ ლიმონათი „ზედაზენის“ სიმღერის მოსმენას და სწავლას. პირველი და მეორე ადგილის მფოლობელი გამოვლინდება ...

Read More »

“ფინკას“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „ფინკას“ პორტფელის დოლარიზაცია შეუმცირდა, კოეფიციენტმა 41.2%-დან (Q3/2016),  27.2%-მდე (Q3/2017) დაიკლო. ბანკის საკრედიტო დაბანდება 221 მლნ ლარამდეა გაზრდილი (Q3/2016 – 180.5 მლნ; +22.8%Y.Y). ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი,  ფიზიკური პირების სესხებიდან აქვს –  36.5 მლნ ლარი (Q3/2016 – 36.7 მლნ), კომპანიების დაკრედიტებაში ვაჭრობის და მომსახურების სექტორის დომინირებს , 768 000 ლარის შემოსავლით (Q3/2016  – ₾275 278; +178%Y.Y).

Read More »

თიბისი თითის ანაბეჭდის ანალოგს ნერგავს

თბილისი (BPI) – „თიბისიში“ ინოვაცია ინერგება, ბიომეტრიული მონაცემით მომხმარებლის ხმის ამოცნობისთვის. ხმის ანაბეჭდით ბანკის კლიენტი სატელეფონო კომუნიკაციისას ამოიცნობა. იდენტიფიკაციის მიზნით მონაცემების გადამოწმებისთვის დროს აღარ დაკარგავს. ამ დროისთვის პერსონალური მონაცემის დაცვის მიზნით, მას ბანკში ამა თუ იმ სერვისის მისაღებად რამდენიმე კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა, პირადობის მოწმობის მონაცემების გარდა, სასესხო ხეკლშეკრულების და გადახდის გრაფიკის თაობაზე. ახალი იდენტიფიკატორი დეკემბრიდან ჩაირთვება, მანამდე ბანკი ხმის ...

Read More »

BP – წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორია

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსი გაიმართა. პროექტის ფარგლებში რვა გამარჯვებული გამოვლინდა. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017”-ის ნომინაციაში წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი გამარჯვებული BP საქართველოა – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის. BP საქართველომ 2015 წელს დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (სტუ-სთან) და 2016 წლის იანვარში გაფორმდა შეთანხმება ურთიერთანამშრომლობის შესახებ. შეთანხმების ...

Read More »

Emirates-ი ბარგს მგზავრების სახლიდან წამოიღებს

თბილისი (BPI) –  ავიაკომპანია Emirates-ი მგზავრებს მალე ახალ მომსახურებას შესთავაზებს – სახლში რეგისტრაცია და ბარგის მგზავრების სახლიდან წამოღება და აეროპორტში მიტანა, – ბ ინფორმაციას Arabian Business-ი ავრცელებს. სამომავლოდ დაგეგმილია, რომ Emirates-ის თანამშრომელი მგზავრის სახლში სკანერის აპარატით მივა და მგზავრის საპასპორტო მონაცემებს ბაზაში შეიყვანს და მას რეგისტრაციას სახლშივე გაატარებს და ჩასხდომის ბარათსაც ამოუბეჭდავს. მგზავრს ასევე აღარ მოუწევს ზრუნვა ბარგის აეროპორტში მიტანაზე ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: ახალ გუნდში ყოფნაზე საუბარი კახა კალაძესთან ჯერჯერობით არ მქონია

თბილისი (BPI) – თბილისის ახალი ადმინისტრაცია მუსაობას 12 ნოემბრიდან შეუდგება. მოხვდება თუ არა ახალ გუნდში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კონკრეტულად არ საუბრობს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ახალ მერთან, კახი კალაძესთან სხვადასხვა თემატურ საკითხი და თბილისის მერიაში მიმდინარე პროექტები განიხილეს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით კახა კალაძესთან კონკრეტული საუბარი არ ჰქონია. „ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ბუნებრივია, ამის ...

Read More »

„ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა

თბილისი (BPI) – პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 3-წლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ამ შენობებიდან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მერმა აღნიშნა, რომ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ნარმანიას თქმით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, მათ შორის ღვინის აღმართი და ზემო კალა. აღდგა სამი ისტორიული სადარბაზო და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ...

Read More »

ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება

თბილისი (BPI) – ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა. ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას. პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის ...

Read More »