Daily Archives: ნოემბერი 7, 2017

ბიზნესის წარმომადგენლები საპენსიო რეფორმის ძირითადი მიმართულებები გაეცნენ

თბილისი (BPI) – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები გააცნეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. კანონპროექტის შესაბამისად, საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორობით საქართველომ გაყიდვების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 3-4 ნოემბერს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში  საქართველოში ყველაზე მასშტაბური გაყიდვების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება IBF-მა  (international Business Forum) გაუწია, რომელმაც სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” პარტნიორობით, საერთაშორისო და  ადგილობრივი კომპანიების ტრენერებსა და სპიკერებს  ერთ ფორუმზე მოუყარა თავი. ფორუმი განკუთვნილი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც გაყიდვების სფეროში არიან დასაქმებულნი. ღონისძიება, მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ბიზნესის მფლობელებსა და გაყიდვების დეპარტამენტის ...

Read More »

თიბისის მენეჯმენტი ბანკის 9 თვის შედეგებით კმაყოფილია

თბილისი (BPI) – „ზრდა სტაბილურია წელსაც, ისევე როგორც შარშან და როგორც შარშანწინ. მომხმარებლისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას ვაგრძელებთ და ჩვენი აქციონერებისთვის და პარტნიორებისთვის შეპირებების შესრულებას“, – „თიბისის“ 9 თვის შედეგებით, ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი შაგიძე კმაყოფილია. მიმდინარე წლის 3 კვარტლის მდგომარეობით, ბანკის სასესხო პორტფელის ზრდაა 57% Y.Y (Q3/2017 -₾7.773 მლრდ; Q3/2016 – ₾4.954 მლრდ) დეპოზიტების 55%Y.Y (Q3/2017 -₾7.075 მლრდ; Q3/2016 ...

Read More »

რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კომპანია “საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 7 ნოემბერს ქუთაისიდან და 8 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი”, – ნათქვამია განცხადებაში.  

Read More »

ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას GHG-ის 18 000 აქციით ივაჭრეს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციების ფასმა (BGEO LN), დაიკლო. კვირის განმავლობაში 6.56%-ით w.w (+14.77%m.m). ვაჭრობის მოცულობამ 18 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 3.42 – 3.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა. გასულ კვირას ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.01% შეადგინა.

Read More »

ბანკების რეიტინგი ვაჭრობის სექტორის დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით

თბილისი (BPI) – ბანკების ბიზნესდაკრედიტების (8.6 მლრდ) 23,3% ვაჭრობაზე მოდის(₾2.006 მლრდ). ამ სფეროში გაცემული სესხებიდან 1 ოქტომბრისთვის (Q3/2017)  „საქართველოს ბანკს“ ყველა ბანკზე მეტი შემოსავალი   აქვს. TOP-7   [ვაჭრობის და მომსახურების სექტოერზე გაცემული სესხებიდან შემოსავლების მიხედვით ] ₾ მლნ საქართველოს ბანკი 108 თიბისი ბანკი 103.4 პროკრედიტ ბანკი   37.9 ლიბერთი ბანკი   33.0 ბანკი ქართუ   27.7 ვითიბიბანკი   19.3 ბაზისბანკი    ...

Read More »

შიდა სამგზავრო გადაზიდვების სფეროში უკონტროლო სიტუაციაა

თბილისი (BPI) – შიდა სამგზავრო გადაზიდვების სფეროში არსებულ უკონტროლო სიტუაციაზე კერძო სექტორი დიდი ხანია საუბრობს. 2017 წლის მაისში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამგზავრო გადაყვანების განყოფილების უფროსი ალექსანდრე იანვარაშვილი  აცხადებდა, რომ  კონკრეტული მომენტისთვის  რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა, რაც  სექტორში არსებულ უკონტროლო ვითარებას მოაწესრიგებდა. „2005 წელს, როდესაც რეფორმა ჩატარდა, სანებართვო რეჟიმიდან ამოვარდა ქვეყნის შიდა სამგზავრო, სატაქსო გადაყვანები. როგორც პრაქტიკამ ...

Read More »

ზიანი თუ სარგებელი – რა მოაქვს ბანკებს ეკონომიკისთვის

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, პოსტზე ახალი დანიშნული იყო, როდესაც მწვავე განცხადება გააკეთა ბანკების მიმართ. მისი თქმით ბანკების ეკონომიკის განვითარებას აფერხებდნენ, თუმცა გავიდა ცოტა ხანი და სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელის მხირდან ბანკების მიმართ მწვავე განცხადება აღარ მოგვისმენია, არც მისგან და არც ცენტრალური ბანკის ახლანდელი პრეზიდენტისგან. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სფერო უკეთესობისკენ არ შეცვლილა, ბოლო 9 წელიწადში. ქართული ბანკების ...

Read More »

აჭარის მთავრობა რეგიონში მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობას იწყებს

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა რეგიონში მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობას იწყებს. ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიზნით 2018 წელს 633 378 ლარის დახარჯვას გეგმავს. პროგრამა 2018 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტში უკვე ჩადებულია. პროგრამის მიხედვით, აჭარაში 2018 წლის ბოლომდე ჩაის პლანტაცია 20 ჰა-მდე მიწის ნაკვეთზე გაშენდება. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაშენებული ჩაის პლანტაციებზე მოსავლის აღებას უკვე სასოფლო ...

Read More »

პარლამენტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიაზე იმსჯელეს

თბილისი (BPI) – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმაზე isaubres. სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძისგან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესში ერთიანი კომუნიკაციის პლატფორმის მომზადების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები დასახეს. ლევან კობერიძემ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების ხელმძღვანელებს უწყებების საკუთარი რესურსების გამოყენებით მიზნობრივ ...

Read More »