Daily Archives: ნოემბერი 6, 2017

daitvale.ge – საზოგადოება და ბანკებმა საპენსიო კალკულატორი შექმნა

თბილისი (BPI) – საზოგადოება და ბანკებმა საპენსიო კალკულატორი შექმნა. daitvale.ge არის ვებგვერდი, რომლის საშუალებით მსურველი დაახლოებით წარმოდგენას შეიქმნის თუ რამდენი შეიძლება ჰქონდეს პენსია, დღეს არსებული ხელფასის პირობებში. პენსიის გამოსათვლელად daitvale.ge-ზე უნდა შეცვალოთ ხელფასის ოდენობა, დაგროვების და განკარგვის პერიოდები, წლიური პროცენტი და ნახოთ, რამდენი გექნებათ პენსია. კალკულატორი ითვალისწინებს 3%-იან ინფლაციას და წლიური საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად დარიცხვას. მომავალში საპენსიო შენატანი შეიცვლება ხელფასის ...

Read More »

ქართული წარმოების ფოლადის უნაკერო მილები ექსპორტზე აშშ-ში გავა

თბილისი (BPI) – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პირველად ქარხნის ისტორიაში საკუთარი ბრენდით უნაკერო მილების ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელებს.  პირველი საცდელი პარტია 1000 ტონამდე მოცულობით, უდიდეს საექსპორტო ბაზარზე 25 ნოემბერს გაიგზავნება. საკუთარი ბრენდით მილების საერთაშორისო ბაზარზე გასატანად მუშაობა დაიწყო 2 წლის წინ. როგორც მენეჯმენტი ამბობს, ეს მოითხოვდა კომპანიის მენეჯმენტის, გაყიდვების გუნდისა და წარმოების თანამშრომლების მუდმივ და ინტენსიურ შრომას კლიენტების მოზიდვის, ხარისხის გაუმჯობესების ...

Read More »

ივერთუბნის მოსახლეობას 2018 წლის იანვრიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის 2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის და დედაქალაქის ურბანული განვითარებაა. კომპანიას წყალმომარაგების ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ დასახლებებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ჰყავდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 27 კილომეტრიან წყალმომარეგბის ახალ სისტემას აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების ...

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია 55 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 18.17 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. გასული სასესიო კვირა GBP 17.41-ით დაიხურა (+0.74%w.w; +3.03%m.m). 90 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 000 აქცია შეადგინა. თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 921.5 მლნ-ია (19.09.2017 – GBP 863.8 მლნ).

Read More »

SOCAR-ს ადმინისტრაციული შენობა SOCAR Tower-ის მშენებლობა $414,237 მლნ-ზე მეტი უჯდება

თბილისი (BPI) – SOCAR-ს ადმინისტრაციული შენობის SOCAR Tower-ის მშენებლობა $414,237 მლნ-ზე მეტი უჯდება. 15 სექტემბრის მდგომარეობით, SOCAR Tower-ის შენობის 99,2%-ი უკვე დასრულებულია. დამპროექტებელი კომპანია Tekfen-ის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 3,286 მლნ აზერბაიჯანული მანათის სამუშაოები. SOCAR Tower-ი დაპროექტებულია კონცეფციით „ქარი-ალი“. სამშენებლო სამუშაოებს კორეული კომპანია Heerim Architects&Planners Co. Ltd აწარმოებს, რომელმაც SOCAR Tower-ის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.

Read More »

მეიდანზე დეკემბერში ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება

თბილისი (BPI) – ძველ თბილისში, მეიდანზე 23 და 24 დეკემბერს ნაძვის ხეების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ტრადიციულად “მეიდან ივენთსის” ორგანიზებით, ჩატარდება და წარმოდგენილი იქნება: 🎄 ორიგინალური ნაძვის ხეები ❄ 🎄 ჩატარდება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შეძლებთ საოცარი საახალწლო ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების, სათამაშოების და აქსესუარების შეძენას. 🎄 უამრავი ტკბილეული და გემრიელობა, ჩურჩხელები, გოზინაყი, ცხელი გლინტვეინი, ჩაი, შოკოლადები და ა.შ. 🎄 დღის ბოლოს გრანდიოზული ...

Read More »

“საქართველოს ბანკის” კაპიტალიზაცია 100 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 35.01 – 35.92 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. ფასი გაზრდილია (+1.47%w.w; +10.32% m.m). G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 351 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 61 000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.419 მლრდ (bloomberg) 0.73% (L/w – GBP 1.319 მლრდ).

Read More »

ქართული აგროპროდუქტების ექსპორტით ისარელი ინტერესდება

თბილისი (BPI) – საქართველოში წარმოებული აგროპროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებით ისრაელი ინტერესდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრის მიზანი ლევან დავითაშვილის ისრაელის რესპუბლიკაში კოლეგასთან – ური არიელთან ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების განხილვა იყო. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ებრაელ კოლეგასთან განიხილავს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობების საკითხებს. ასევე, დაგეგმილია სამელიორაციო სისტემების, სასათბურე მეურნეობების ტექნიკური განვითარების მიმართულების ...

Read More »

უფუნქციო კრემატორიუმი

თბილისი (BPI) – საბჭოთა გადმონაშთი – ორი ჩამოშლილი კოშკი, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოდან გადმოჰყურებს თბილისს, კავკასიის ერთადერთი კრემატორიუმია. შენობა კრემაციისთვის არასდროს გამოუყენებიათ, რადგან ქვეყანაში დაკრძალვის ტრადიციაა დამკვიდრებული. კრემაცია (ლათინურად cremation) დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობაა და გვამის დაწვას ნიშნავს. საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ...

Read More »

Skyscanner-ი: საქართველოდან დეკემბერში ყველაზე იაფი ავიაბილეთები რუსეთის მიმართულებითაა

თბილისი (BPI) – ტურისტული საძიებო სისტემა skyscanner-ის მონაცემებით, საქართველოდან დეკემბერში ყველაზე იაფი ავიაბილეთები რუსეთის მიმართულებითაა. skyscanner-ის ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 49 ევროდან იწყება. რუსეთის შემდეგ, ბილეთების დაბალი ფასით გამოირჩევა თურქეთი. პორტალის მონაცემებით, დეკემბერში თბილისიდან სტამბოლში მოხვედრა და უკან დაბრუნება 79 ევროდანაა შესაძლებელი. უკრაინის მიმართულებით, ორმხრივი ავიალეთის ფასი დეკემბრის მონაცემებით 117 ევროდან იწყება. skyscanner-ის მონაცემებით, დეკემბერში თბილისიდან ყველაზე იაფი ...

Read More »