Daily Archives: ნოემბერი 5, 2017

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი 7 ნოემბერს იხსნება

თბილისი (BPI) – ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება. “სუფრა”, რომელიც მუშაობას 7 ნოემბრიდან შეუდგება, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯონათან და ლაურა ნელმესებმა დააფუძნეს. გამოცემა Eater Washington DC-ს ცნობით, რესტორნის მამოძრავებელი ძალა საქართველოს საელჩოს ყოფილი შეფ-მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება. რესტ9ორნის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები: ფხალი, ჭინჭარი ან მწვანე ლობიო ნიგვზით, ხინკალი, ჩანახი და სხვა. კერძები ქართული სანელებლებით იქნება შეზავებული. რესტორანი ...

Read More »

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა თხილამურებით სრიალის ინსტრუქტორის კურსზე რეგისტრაციას იწყებს

თბილისი (BPI) – სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა აცხადებს რეგისტრაციას I დონის თხილამურებით სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორის კურსზე. რეგისტრაცია 29 ნოემბრამდე გრძელდება. კურსის მიზანია დაანახოს დამწყებ ინსტრუქტორებს თხილამურებით სრიალის სწავლების სპეციფიკა და სირთულეები. ასევე თხილამურების ინსტრუქტორის პასუხისმგებლობის სფეროები, განსხვავებები დამწყებ და ექსპერტ მოთხილამურეებს შორის. I დონის თხილამურებით სრიალის ტექნიკისა და მეთოდიკის ინსტრუქტორის კურსდამთავრებული გახლავთ ინსტრუქტორი დამწყები მოთხილამურეებისთვის. მისი სამუშაო არეალია მარკირებული და მომზადებული სათხილამურო ფერდობები. ...

Read More »

აჭარის მთავრობა ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას განმეორებით აუქციონზე 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას განმეორებით აუქციონზე 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის. ელექტრონული აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ქონების საწყისი ფასი აუქციონზე პირველად გამოტანის დროს 15 მლნ ლარი იყო, ამჯერად კი 9  მლნ ლარით განისაზღვრება. პირობებიანი ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25/კ. გამსახურდიას ქ.N12-ში მდებარე ჯამში 2623,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის და ...

Read More »