Daily Archives: ნოემბერი 3, 2017

Pobeda Airlines-ს თბილისის შემდეგ ბათუმის მიმართულებით ფრენებზეც უარი უთხრეს

თბილისი (BPI) – რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ის შვილობილ „ლოუკოსტერ“ Pobeda Airlines-ს თბილისის შემდეგ ბათუმის მიმართულებით ფრენებზეც უარი უთხრეს. როგორც რუსული მედია წერს, „როსავიაციამ“ Pobeda Airlines-ს გარკვეულ მიმართულებებზე უარი უთხრა. როგორც ირკვევა საავიაციო ხელისუფლებამ Pobeda Airlines-ს ამჯერად უარი უთხრა მოსკოვიდან ბათუმის, ლაიფციგის, ბარის, პაფოსის მიმართულებით ფრენებზე. შეგახსენებთ, რომ Pobeda Airlines-მა პირველად რუსული ავიაციის ისტორიაში ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციას“ უჩივლა. აღნიშნულის მიზეზი ...

Read More »

საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 6 თვეში $1,1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – უცხოური ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 6 თვეში $1,1 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 225 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში. II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის ...

Read More »

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოში 6,4 მილიონს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს 6 430 824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 016 180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%), – მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. 10  თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3 042 907  შეადგინა, რაც ...

Read More »

YanAir-ი ლვოვი-ბათუმის ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო განრიგის პერიოდში, უკრაინული ავიაკომპანია YanАir-ი ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე ოპერირებას გეგმავს. YanАir-ის ინფორმაციით, მარშრუტზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება. „დღეისათვის ბათუმის მიმართულებით რეისები კიევიდან და ოდესიდან ხორციელდება. ლვოვი გახდება მესამე ქალაქი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის კურორტს დაუკავშირდება“, განაცხადა YanAir-ის გენერალურმა დირექტორმა იაროსლავ აგაფონოვმა. მისივე ინფორმაციით, ლვოვი-ბათუმი-ლვოვის მიმართულებაზე YanAir-ი რეისებს Boeing-737-ით შეასრულებს. დღეისათვის YanAir-ის ავიაპარკი ორ ...

Read More »

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ კანონპროექტს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი დღეს წარადგენს

თბილისი (BPI) – 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს, დღეს პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ბიუჯეტის პროექტის ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა და გათვალისიწნებულია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ...

Read More »

წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 6,4%-ს მიაღწია

თბილისი (BPI) – საქართველოში წლიური ინფლაციის დონე ოქტომბერში 6,4%-ით განისაზღვრა. “საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8% შეადგინა. საშუალო ინფლაციის დონე 5,1%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე ქვეყანაში ივნისში იყო და ის 7,1%-ს აღწევდა, ყველაზე დაბალი კი იანვარში დაფიქსირდა და 1,8%-ს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიზნობრივი ინფლაციის დონე 4%-ზე აქვს ...

Read More »

თამბაქოს მოხმარების 15%-იანი შემცირების სტატისტიკა პარლამენტარებს არარეალურად ეჩვენებათ

თბილისი (BPI) – თამბაქოს მოხმარების 15%-იანი შემცირების სტატისტიკა არარეალურად ეჩვენებათ პარლამენტში. განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუწია. გიორგი კაკაურიძემ 2 მიზეზი დაასახელა, კომპანიების მიერ მარაგების შემცირება და ასევე რეალიზაციის. ერთი თვის მარაგად მიიჩნევა 30 მლნ კოლოფი (1 კოლოფზე აქციზი ≈ ₾2.1).  კომპანიებს შარშან 30-90 კოლოფის ჰქონდა დამარაგებული, წელს კი 3-ჯერ ნაკლებია პროდუქცია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შედეგმა მოლოდინს ...

Read More »

“ანაკლია სითი“ კორეულ „პანტოს ლოგისტიკთან“ თანამშრომლობას იწყებს

“ანაკლია სითი“ კორეულ „პანტოს ლოგისტიკთან“ თანამშრომლობას იწყებს. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის „პანტოს ლოგისტიკის“ წარმომადგენელები საქართველოში იმყოფებიან და „ანაკლია სითისთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ. კორეული კომპანია ანაკლიის პროექტის, საქართველოსა და  რეგიონის შესაძლებლობების შესწავლას დაიწყებს. ხელშეკრულება მხარეებს შორის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და „ანაკლია სითის“  წარმომადგენლების სატრანსპორტო სექტორთან შეხვედრის ღონისძიებაზე, გაფორმდება, რომელიც სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში უკვე დაიწყო.  ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელები დეტალურად ...

Read More »