Daily Archives: ნოემბერი 3, 2017

პაშა ბანკი საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს პრო ბონო ქსელი” წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში. კომპანიებისთვის პრო ბონო სერვისები მათი სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმას, კერძოდ კი, თანამშრომელთა მოხალისეობის მოტივაციას წარმოადგენს.1 ნოემბერს პრო ბონო ქსელის მეორე წლის ...

Read More »

მინისტრი: ვნახოთ კომენტარები, პოსტები ლარზე და ვნახავთ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს

თბილისი (BPI)  – ბევრჯერ დაისვა კითხვა ვინ  აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხია ძალიან მარტივი. მოდით, ვნახოთ ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ, – ფინანსთა მინისტრს, როგორც თავად თქვა, არ ჰგონია უარყოფითი მოლოდინების სხვა წყარო სადმე იყოს. გარდა იმისა, რომ 2018 წლის ბიუჯეტი  ვერც ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს და ვერც ლარის ვარდნას შეაჩერებს, ოპოზიციამ დიმიტრი ქუმსიშვილი ...

Read More »

მთავრობა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს

თბილისი (BPI) – მთავრობა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს, გენერალური აუდიტორის რეკომენდაციის შესაბამისად. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ სტრატეგიას წლის ბოლომდე განიხილავენ. აღნიშნა, რომ ვალის მოცულობა კურსის გაუფასურების გამო 20/20 სტრატეგიით განსაზღვრულ 40%-ს გადააჭარბა. ბიუჯეტის პროექტს, მე-3 მოსმენით წარდგენისას, მთავრობამ რამდენიმე დოკუმენტი უნდა  დაურთოს: 1) დაშვებებსა და პროგნოზებს შორის სხვაობაზე დეტალური ინფორმაცია; 2) პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევისას, ...

Read More »

“ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა

თბილისი (BPI) – “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორად გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ირაკლი რუხაძე თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე ექსპრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ “ლიბერთი ბანკის” აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. ბანკის 74.64%-იანი წილი ნიდერლანდებში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-ი (EFG) შეიძინა. შედეგად ბანკის მესაკუთრეები აშშ-ის მოქალაქე ირაკლი ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად მარტივდება

თბილისი (BPI) – ეკონომიკა და ფისკალური პოლიტიკა რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მან მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი“, რომელშიც საქართველო მე-9 ადგილზე დაწინაურდა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ყოველდღიურად უფრო მარტივი ხდება; ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ნაკლები დახარჯონ ბიუროკრატიაზე და მეტის ...

Read More »

ქუმსიშვილი: 2019-2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, 20-20 ლარით პენსიები გაიზრდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინიტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენსიის მომატების საკითხე ისაუბრა. განაცხადა, რომ 2019-2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, 20-20 ლარით პენსიები გაიზრდება „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს და 2020 წელს, ინდექსაციის მეთოდით, პენსიები 20-20 ლარით გაიზარდოს.” პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საპენსიო რეფორმასა და პენსიების ინდექსაციაზე. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა. „ძალიან მალე პარლამენტში შემოვა კანონი საპენსიო რეფორმასთან ...

Read More »

ქუმსიშვილი გამოსავალს დოლარიზაციაზე დამოკიდებულებიდან შემცირებაში ხედავს

თბილისი (BPI) – ლარის კურსზე მოსახლეობის დამოკიდებულება, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ დოლარიზაციაზე დამოკიდებულებიდან გამოსვლამდე არ შემცირდება. ფინანსთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი მასაც აწუხებს, როგორც მოქალაქეს, მთავრობის წევრს, რაც ავალდებულებს აუხსნას მოსახლეობას, თუნდაც მოკლევადიანი რყევების მიზეზი. „მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ეკონომიკაზე მაღალი დოლარიზაციის გავლენა არ შემცირდება”, – განაცხადა დიმისრტი ქუმსიშვილმა.

Read More »

გოცირიძეს აინტერესებს რატომ იღებს მთავრობა ბანკებისგან ვალს

თბილისი (BPI) – „ბანკები იძულებული იქნებოდნენ ვალის დასაბრუნებლად ვალუტა გაეყიდათ და ლარი გამყარდებოდა“, – რომან გოცირიძე ნოსტროანგარიშებზე ბანკების დიდძალ ფულზე საუბრობს, რომელიც არ გამოაქვთ, რადგან მთავრობა ნასესხების უკან დაბრუნებას არ სთხოვს და ახალი ვადით იძლევა. სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ივლისში ამოქმედებული 3-თვიანი სადეპოზიტო ინსტრუმენტის ახალი ვადით მოქმედების მავნებლობაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სახელისუფლებო გუნდს გიორგი ქადაგიძის მმართველობის სებ-ის კრიტიკა გაახსენა და ...

Read More »

ყვარელში სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – ყვარელში სასტუმრო აშენდება. სასტუმროს ყვარელში, თავისუფლების ქუჩა N4-ში არსებული 1027.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე კერძო პირი ბესიკ ხახანაშვილი ააშენებს. აუქციონზე გამოტანილი ქონება მან 293 000 ლარად შეიძინა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში სულ რეალიზებულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 58,2 მლნ ლარია.

Read More »

სურამის უნიკალურ ტყეში სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – სურამის უნიკალურ ტყეში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო მოეწყობა. სასტუმროს კომპანია “სურამი პალასი” ააშენებს. კომპანიამ სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში გაიმარჯვა. სააგენტოს ცნობით,  აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და ქონების საწყისი ფასი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. გამარჯვებული 243 “ბიჯის” შემდეგ გამოვლინდა, გამარჯვებულმა აუქციონზე მიწის ნაკვეთი, რომელიც 906 კვ.მეტრია, 275 000 ლარად შეიძინა. პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ...

Read More »