Daily Archives: ნოემბერი 2, 2017

“მაგთის” სატელევიზიო პაკეტი გაძვირდა

თბილისი (BPI) – კომპანიამ “მაგთი” სატელევიზიო პაკეტი გაზარდა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. “მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს). „მაგთიკომი“ ყოველთვის მოქმედებს კანონის ...

Read More »

Greentest – პორტატული აპარატი, რომელიც ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობას ზომავს

თბილისი (BPI) – მეცნიერებმა შექმნეს პორტატული აპარატი “გრიინტესტი” (Greentest), რომელიც ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობას 3 წამში ზომავს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, “გრიინტესტი” ასევე იძლევა ინფორმაციას პროდუქტის სისუფთავეზე, სიმწიფესა და ლპობაზე. იგი პატარა ზომის პორტატული აპარატია, აღჭურვილია ზონდით და აქვს პატარა ეკრანი. ზონდის ბოსტნეულში ჩარჭობის შემდეგ ის სპეციალური ალგორითმით ითვლის ნიტრატების რაოდენობას და შედეგები გამოაქვს ეკრანზე, რის შედეგადაც ვიღებთ ინფორმაციას პროდუქტზე. ...

Read More »

პრემიერი: ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა

თბილისი (BPI) – პრემიერმა ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა – მე-16-დან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. “ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს უმაღლეს ათეულში მოექცა, რაც ძალიან დიდი წარმატება”. გიორგი კვირიკაშვილმა დასძინა, რომ წარმატებასთან ერთად, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი, მიზანმიმართული მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგია. „ეს არის ძალიან ...

Read More »

თბილისი Mercedes-Benz Fashion Week-ის მე-6 სეზონს მასპინძლობს

თბილისი (BPI) – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით თბილისში Mercedes-Benz Fashion Week-ი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. როგორც წინა სეზონებზე, ამჯერადაც Mercedes-Benz Fashion week-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომლის დახმარებით საქართველოს გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი შემსყიდველები (ე.წ. ბაიერები) ესტუმრებიან ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion ...

Read More »

2018 წელს, აჭარაში ტურიზმის განვითარებაზე 9,76 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – 2018 წელს, აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის 9, 764, 800 ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტი შესაძლოა 32%-ით გაიზარდოს. შემდეგი წლის პრიორიტეტები აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები, რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგიული (2018-2025) დოკუმენტის შექმნა და საერთაშორისო ბაზრებზე აჭარის რეკლამირება იქნება. 2018 წლისთვის რეგიონის სამიზნე ქვეყნებს დიდი ბრიტანეთი დაემატება და ჯამში აჭარის პოპულარიზაცია ...

Read More »

ესტონეთის პრეზიდენტი: ბიზნესმენების აზრით, ესტონური ფული საქართველოში წარმატებულად არის დაბანდებული

თბილისი (BPI) – ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია კომპლექსს “შენი სახლი ჯიქიაზე“ ეწვივნენ. მხარეებს 5,5 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი ქართულ-ესტონური წარმატებული ბიზნესპარტნიორობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. კომპლექსში უკვე შესახლებულია 700-ზე მეტი ოჯახი. “შენი სახლი ჯიქიაზე“ აღჭურვილია ...

Read More »

დავით ჭიჭინაძე: ბანკები ფლობენ ბიზნესებს, შედიან ბიზნესთან კონკურენციაში

თბილისი (BPI) –  სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების მიზნებს მთავრობა და პარლამენტი განსხვავებულად ხედავს. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ ზედამხედველს ფუნციონალურ გაძლიერებასთან ერთად პასუხისმგებლობაც უნდა გაეზარდოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე. I მოსმენით პროექტის საპარლამენტო  განხილვისას დავით ჭიჭინაძემ სადემონსტრაციოდ სებ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება მოიხმო, ლარის მდგომარეობის შეფასებებისგან სებ-ის პასუხისმგებლობის მოხსნაზე. მიაჩნია, რომ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებისას გამოთქმული შენიშვნებიდან, ინიციატორებმა მთავარი არ გაითვალისწინეს. სებ-ის საზედამხედველო ...

Read More »

Finnair-ი მგზავრებს საახალწლოდ მორთული თვითმფრინავით მოემსახურება

თბილისი (BPI) – მალე ახალი წელი მოვა. ავიაკომპანიებმა საახალწლო მზადება უკვე დაიწყეს. ამ მხრივ პიონერი ავიაკომპანია Finnair-ია. Finnair-ი უკვე მზადაა მთელს მსოფლიოს შობა-ახალი წელი მიულოცოს. ავიაკომპანიამ ერთ-ერთი ახალი Airbus A350 წარადგინა, რომელიც შესაბამისადაა მორთულ-მოკაზმული. Finnair-ი თვითმფრინავზე ირემი და საჩურებით დატვირთული სანტა კლაუსია გამოსახული.

Read More »

ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა. შედეგად მობილური აპლიკაციის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი. პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან ...

Read More »

საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპი ინერგება

თბილისი (BPI) – საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრინციპი ინერგება. პრინციპის დანერგვას ნარჩენების მართვის ახალ კოდექსი ითვალისიწნებს, რომელიც 2019 წლის 1 დეკემბრიდან შევა ძალაში. ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კერძოდ, კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ...

Read More »