Daily Archives: ნოემბერი 2, 2017

ექსპორტის საკრედიტო სააგენტო იქმნება

თბილისი (BPI) – ექსპორტის საკრედიტო სააგენტო იქმნება, კანონპროექტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. „საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს“ აქციათა 100%-იანი წილის მფლობელი სს „საპარტნიორო ფონდი“ იქნება. სააგენტოს კაპიტალის სახით, ფონდი პირველი სამი წლის განმავლობაში, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. კანონპროექტის თანახმად, საპარტნიორო ფონდს საშუალება ექნება დააფუძნოს სააგენტო, რომელმაც პროდუქციის ან მომსახურების ექსპორტის ტრანზაქციებთან დაკავშირებული რისკები უნდა დააზღვიოს. საპარტნიორო ფონდის ცნობით, სააგენტო ხელს ...

Read More »

სებ: ლარის კურსის ცვლილება შემოდგომაზე გაუფასურების მაღალმა მოლოდინმა გამოიწვია

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელ მაღალ მერყეობაზე განმარტებას აკეთებს. გავრცელებულ განცხადებას განმარტებულია, რომ კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. “მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯვა დაბალანსებულად მიმდინარეობს. ეროვნულ ბანკს მთავრობასთან ...

Read More »

საბანკო სისტემაში სესხები ივლის-აგვისტოში გაძვირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სისტემაში საპროცენტო განაკვეთები (საშუალო შეწონილი) სესხებზე ივლის-აგვისტოში გაზრდილია, 0.5%-ული პუნქტით, 16.6%-მდე (07/2017 -16.1%). სებ-ის აგვისტოს „თვის მიმოხილვის” თანახმად, ადგილობრივ ვალუტაში, ფიზიკური პირების დაკრედიტების განაკვეთები 25.8%-ის ფარგლებშია. კორპორაციულ კრედიტებზე ≈ 11%. უცხოური ვალუტაში იურიდიული პირების სესხის საშ განაკვეთი 8.5%-ია (07/2017 – 8.2%); საცალოს, 8.1% (07/2017 – 8%).  

Read More »

მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა

თბილისი (BPI) – მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ბოლო წლების რეალობაზე განაცხადა, მე-4 კვარტალში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის პრაქტიკაზე. რაც შესაბამისი მოლოდინებით აიხსნება. მან მოლოდინების მართვის საჭიროებაზეც აღნიშნა. რიგითი მოქლაქეების და ბიზნესის ქცევის  ახალი ტრადიცია  2014 წლიდან იღებს სათავეს, როცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტების ...

Read More »

თურქეთი 2018 წელს 36,2 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდება

თბილისი (BPI) – თურქეთის მთავრობის პროგნოზით, 2018 წლისთვის ქვეყანას 36,2 მლნ უცხოელი ტურისტი ეყოლება. esბიუჯეტს 28,3 მლრდ-ის შემოსავალს მოუტანს. მიმდინარე წელს ქვეყანა 31,4 მლნ უცხოელ ტურისტს ელოდება, შემოსავლები 25,1 მლრდ დოლარს მიაღწევს.

Read More »

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის

თბილისი (BPI) – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2017 წლის IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის. ეს მაჩვენებელი 1,4%-ული პუნქტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ოფისის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლის III კვარტლისთვის 4,3%-ს შეადგენდა. “საქსტატის” მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,4%-ს მიაღწია.

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო: ზამთრის ანომალურობაზე ინფორმაციის დასადასტურებლად საფუძველი არ არის

თბილისი (BPI) – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადება განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია. “ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ...

Read More »

მარჯანიშვილზე “რედ კაფე დაინინგის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისი (BPI) – მარჯანიშვილზე “რედ კაფე დაინინგის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. რესტორნის ცნობით, ფილიალში მომხმარებელს ორიგინალური კონცეფცია, მყუდრო და დახვეწილი გარემო, ჯანსაღი და განსხვავებული საკვები, უმაღლესი ხარისხის სერვისი დახვდება. „რედ კაფე დაინინგი“ მარჯანიშვილზე მრავალ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს: უცხო არომატი და გემო, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული კერძები, უგემრიელესი ადგილობრივი და ევროპული კერძების მიქსი, რომელიც ლონდონიდან „რედ კაფე დაინინგისთვის“ მოწვეულმა კონსულტანტმა, ჯარედ ბრაიანტმა, ქართველ სპეციალისტებთან ...

Read More »

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით 281 საწარმო სარგებლობს

თბილისი (BPI) – მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი 281 საწარმოს აქვს მინიჭებული. სტატუსის მფლობელი კომპანიები სხვადასხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საქმიანობს. ისინი, ძირითადად, დასაქმებულნი არიან აგროსექტორში, მათ შორის, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; ცუმეულის წარმოება; ჩირის, ტყლაპის და სხვა მსგავსი ნაწარმის წარმოება; ეკოლოგიურად სუფთა პლასმასის წარმოება, ლეიბის, საბნების და ბალიშების დამზადება; ბოცვრების მოშენება და რეალიზაცია. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირები 10 ...

Read More »

ACT-კვლევა: 10-დან 7 თბილისელი თავს ბედნიერად გრძნობს

თბილისი (BPI) – 10-დან 7 თბილისელი თავს ბედნიერად გრძნობს, – ასეთია საკონსულტაციო კომპანია ACT-ის კვლევის შედეგი. კვლევის შედეგების მიხედვით, ბენდიერების მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 18-30 და 31-45 წლის თბილისის მაცხოვრებლებში (80%; 81%). ხოლო 46 წლის შემდეგ ბედნიერების განცდა შესამჩნევად იკლებს (45-65 წელი – 61% ბედნიერია) და მინიმალურ მაჩვენებელს უტოლდება 65 წელზე უფროსი ასაკის თბილისელებში – ...

Read More »