Daily Archives: ნოემბერი 1, 2017

ლილუაშვილი ლარზე: გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ დროებით ცვლილებას

თბილისი (BPI) – “ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ დროებით ცვლილებას, რომელიც არ არის ძალიან საგანგაშო“, – ლარის გაუფასურებაზე, მოსახლეობას პარლამენტიდან, დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა მიმართა და სთხოვა, ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს და მთავრობას პრობლემის ადვილად გადალახვაში. მან კურსის მცურავ რეჟიმზე აღნიშნა და ჩარევის მიზანშეუწონლობაზე, რადგან „ეს სახელმწიფოს კატასტროფული ასტრონომული თანხა დაუჯდება, შედეგი კი საპირისპირო დადგება“. ლილუაშვილმა კოლეგასაც მიმართა, ოპოზიციური ფრაქციიდან, რომლის პროგნოზირებული ...

Read More »

თბილისში გოლფის კომპლექსი გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისში გოლფის კომპლექსი გაიხსნა. საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის $20 მლნ-იანი  ინვესტიციით შეიქმნა. როგორც კომპლექსის გახსნისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბინზესგარემოს არსებობას. „ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი ...

Read More »

BPI-ს მკითხველები “თიბისი ბანკის” საკრედიტო ბარათს ირჩევენ

თბილისი (BPI) – BPI-ს მკითხველთა უმრავლესობა “თიბის ბანკის” საკრედიტო ბარათს ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხვა „რომელი ბანკის საკრედიტო ბარათს ანიჭებთ უპირატესობას“ 2017 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში 239–მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობა, 36% თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათს ირჩევს; მეორე ადგილზე “საქართველოს ბანკია” 32%-ით; მესამე პოზიციაზე კი “ბაზისბანკი” 18%-ით მოხვდა.  

Read More »

გამმა: საქართველოში ხსნადი ყავის ბაზრის 90% ოთხ კომპანიაზე მოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ხსნადი ყავის ბაზარი ტრანსნაციონალური კორპორაციების ზეგავლენის ქვეშ არის. ხსნადი ყავის ბაზრის კვლევა საკონსულტაციო კომპანია “გამმამ” გამოაქვეყნა. კომპანიის კვლევის მიხედვით, ყავის ბაზრის 90 % ნაწილდება ოთხ ფავორიტ კომპანიაზე: 1⃣Nestle (Nescafe); 2⃣Jacobs Douwe Egberts; 3⃣CACIQUE (PELE); 4⃣Food Empire Holdings Ltd (MacCoffee). კლასიკურ ხსნად ყავებში 80%-იანი წილით დომინირებს 3 კომპანია: 1⃣Nestle; 2⃣Jacobs Douwe Egberts; 3⃣CACIQUE. მიქსებში (რძიანი ყავები) 3,1 ...

Read More »

SES-მა 2017 წლის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა

თბილისი (BPI) – “SES S.A.”-მა გამოაცხადა 2017 წლის 30 სექტემბრით დასრულებული 9-თვიანი და 3-თვიანი პერიოდების ფინანსური შედეგები. დიფერენცირებული სტრატეგია მოგების მდგრადი და მომგებიანი ზრდის მისაღწევად გამოყენების მიზნით. შემოსავალი 1,527.2 მლნ. ევრო, 2.5%-ით აღემატება წინა პერიოდს EBITDA მარჟა (მოგება გადასახადების, პროცენტების, ცვეთის და ამორტიზების გადახდამდე) – 65.1%, ხოლო ოპერაციული მოგების მარჟა – 29.4% (20161 წ. დღემდე: შესაბამისად 4% და 32.1%) წმინდა ...

Read More »

გალერია თბილისი 30 ნოემბერს გაიხსნება

თბილისი (BPI) – სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი 2017 წლის 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი. შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი. როგორც უკვე ცნობილია, გალერია თბილისში გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის ...

Read More »

Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი ავიარეისებს უფრო კომფორტული თვითმფრინავით განახორციელებს

თბილისი (BPI) – Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის ავიარეისებს ამიერიდან უფრო კომფორტული, განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით – AIRBUS 330-ით განახორციელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, Turkish Airlines-ი, რომლისთვისაც მგზავრთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია, აგრძელებს ინოვაციური და შეუდარებელი მომსახურების შეთავაზებას. Turkish Airlines-მა პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე, მომხმარებელს განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენა უკვე დაიწყო. Turkish Airlines-ის რეისები სტამბული-თბილისი-სტამბული, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლოთაობის ...

Read More »

კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

თბილისი (BPI) – კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში გაიხსნა. ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017. გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა. გამოფენაზე წარდგენილი იყო ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები. ...

Read More »

საფოსტო და საკურიერო კომპანიებმა 53 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს

თბილისი (BPI) – საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალმა 2016 წელს 53 მლნ ლარი შეადგინა. “საქსტატის”ცნობით, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 67,8%-ს შეადგენს, ხოლო 32,2% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 43% ამანათების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალია, რომლის 80,1% საერთაშორისო გზავნილებიდან არის მიღებული, 19,9% – ადგილობრივი გზავნილებიდან. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლის 28,8% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 41,3% საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო ...

Read More »

Bloomberg-ის სისტემაში ლარი/დოლარი 2.6050 ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის კურსი მერყევია. დილას ვაჭრობა $1/2.610 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში $1/2.6025-მდე იყო, შემდეგ ლარმა ისევ დაღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.6088 ლარამდე დაეცა. ამ დროისთვის $1/2.6050.  

Read More »