Monthly Archives: ოქტომბერი 2017

Georgian Airways-ი შშმ პირებს მგზავრობისას სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი (BPI) – Georgian Airways-ი სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (როგორც თვითმფრინავის ბორტზე, ასევე აეროპორტში გადაადგილებისას). Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ წინასწარ, არა უგვიანეს 72 საათისა, კომპანიას უნდა შეატყობინოს მგზავრმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რათა დროულად მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობისა და დამხმარე პირების მობილიზება. “დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, ხელ ბარგთან ერთად, შეგიძლიათ თან იქონიოთ შშმ პირების სავარძელი, ყავარჯენი, საყრდენი ...

Read More »

აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო საუკეთესოებს შორის sesxebi.com-ზე

თბილისი (BPI) – ხშირად არჩევანის გაკეთების დროს პატარა განსხვავების გარჩევა ძალიან რთულია. ვებ პორტალი SESXEBI.COM შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში და დაგანახოთ ის მცირედი განსხვავებები, რომლებსაც ხშირად ვერ ამჩნევთ სესხის პირობების არჩევის დროს. ვებგვერდზე მოცემულია ქართულ ბაზარზე არსებული ყველა სანდო და გადამოწმებული საკრედიტო კომპანიის პირობა. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მომენტალურად შეადაროთ ერთმანეთს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი. სწრაფი სესხის ...

Read More »

თბილისი მოდის კვირეულს მასპინძლობს-ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს უცხოელი ბაიერები გაეცნობიან

თბილისი (BPI) – თბილისის მოდის კვირეული დღეიდან მეთექვსმეტე სეზონს მასპინძლობს. სააგენტო”აწარმოე საქართველოში” უკვე მეშვიდედ უჭერს მხარს ღონისძიებას და ამჯერადაც ხელს უწყობს ქართული საფეიქრო ინდუსტრიის განვითარებას. თბილისის მოდის კვირეული 4 დღეს გასტანს და 30 ოქტომბერს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ აუდიტორიას საკუთარი ნამუშევრები  გააცნონ. “აწარმოე საქართველოში” დახმარებით მოდის კვირეულს ესწრებიან მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაირები“) და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ ...

Read More »

ქართული ავეჯის კლასტერის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისი (BPI) – ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პირველი ოფიციალური ბიზნეს კლასტერის – ქართული ავეჯის კლასტერის პრეზენტაციას 27 ოქტომბერს, გამართავს. კლასტერი აგვისტოში დარეგისტრირდა. მისი დაფუძნება საქართველოში „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში მოხდა და დღეისათვის 25 ადგილობრივ ავეჯის მწარმოებელ საწარმოს აერთიანებს. პრეზენტაციაზე წარსდგებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროკავშირის ელჩი ...

Read More »

პრეზიდენტი: სოფლის მეურნეობის გაძლიერება პასუხია ჩვენი ქვეყნის პრინციპულ გამოწვევებზე

თბილისი (BPI) – პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებისგან აგროსექტორში არსებული პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში გიორგი მარგველაშვილს ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარუდგინა. ასოციაციის ახალ პროექტებს შორისაა ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი” და წიგნი “გზა ფერმერობისკენ”. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპული გამოწვევის: სურსათით ჩვენივე ბაზრის ...

Read More »

ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას საქართველოში

თბილისი (BPI) – ბიზნესის გაძლიერება, ელექტრონული ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეწარმეებს შორის ურთიერთობის დამყარება მთავარ საკითხებად განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც 26-27 ოქტომბერს, ესტონეთში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 450-ზე მეტი ბიზნეს-ლიდერი, პოლიტიკოსი და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ფორუმი არის ერთ-ერთი იმ ...

Read More »

თიბისი თბილისის მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის გამართვაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი 2-5 ნოემბერს,  მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის. 2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული  ამერიკულ   ჯგუფი  TOWER OF POWER  (თაუერ ოფ ფაუერ)  გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვისმასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში $275 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ექსპრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთი წლის განმავლობაში 275 მლნ დოლარით (+5%) გაიზარდა და 5,72 მლრდ დოლარს მიაღწია. Bloomberg Billionaires Index 2017-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში 307-ე ადგილზე მოხვდა. იმავე რეიტინგის მიხედვით გასულ წელს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. Bloomberg Billionaires Index 2017-ის ლიდერი ბილ გეიტსია, მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსი მოხვდა, მესამე პოზიცია კი უორენ ბაფეტს ...

Read More »

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება

თბილისი (BPI) – ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ: გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2016 წელს) ...

Read More »

ბათუმში ფიტოპათოლოგია-ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისი (BPI) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტს ახალი შენობა ექნება. ახალი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო. პროექტით, ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. განათლების სამინისტროს ცნობით, ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია.

Read More »