Monthly Archives: ოქტომბერი 2017

პარლამენტში ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე იმსჯელეს

თბილისი (BPI) – პარლამენტში ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ, პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რაც ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით ...

Read More »

“ფინკამ“ აგროდაზღვევასთან ნაყოფიერ პარტნიორობაზე განაცხადა

თბილისი (BPI) – „ფინკამ“ აგროდაზღვევასთან ნაყოფიერ პარტნიორობაზე განაცხადა. 2 300 აგრო დაზღვევა – 2 წლის განმავლობაში. „პროექტი სასარგებლო იყო ჩვენი კლიენტებისთვის, რომლებმაც აგრო დაზღვევის საშუალებით მოსავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები დააზღვიეს. პროექტის ფარგლებში კლიენტებს შევთავაზეთ ახალი საკრედიტო პროდუქტი, კარგად მორგებული მათ საჭიროებებზე“, – განაცხადა  ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორმა გიორგი სამადაშვილმა. სოფლის მიეურბნეობის  სამინისტროსმ ინიცირებული პროექტი (ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებსა და აგრო დაზღვევაზე)  „შვედეთის ...

Read More »

განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება

თბილისი (BPI) – განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება, – ამას ითვალისწინებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონპროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე. ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი თითქმის 80%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი თითქმის 80%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით 324 677 მგზავრია გადაყვანილი, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტმა 182 588 მგზავრი მიიღო. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 77,82%-ით არის გაზრდილი. 2017 წლის 9 თვის მონაცემები კი 122%-ით მეტია 2015 ...

Read More »

ტერაბანკი cashback პარტიორების ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – ტერაბანკმა cashback პარტიორების ქსელის გაფართოებაზე განაცხადა. კიდევ ერთი პარტნიორი ობიექტი ფარმაცევტული კომპანია “ავერსია”. ტერაბანკის ნებისმიერი ბარათით ავერსის ქსელში  შენაძენზე,  თანხის 2% მყიდველს უკან უბრუნდება. ამ დროისათვის  ბანკის მომსახურების ქსელში 20-მდე პროვაიდერია,  განსხვავებული 20%-მდე cashback-ით, ყველაზე მაღალი განაკვეთი -20%, ჰენდის შეთავაზებაზეა (დასუფთავების სერვისი). პარტნიორების ნუსხის ნახვა  http://bit.ly/2tfl8FY-ზეა შესაძლებელი.

Read More »

ხალიკ ბანკმა იპოთეკურ და უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

თბილისი (BPI) – ხალიკ ბანკმა იპოთეკურ, ასევე უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით. 7 წლამდე (84 დღე) ვადით.  პირველი სამი გადახდის პროცენტი, მომდევნო 81 თვეზე გადანაწილდება. სავალუტო სესხი ხელმისაწვდომია, 7.5%-დან, თუმცა მხოლოდ $40 000 -დან  მოცულობაზე ( სებ-ის რეგულირებით,  უცხოურ ვალუტაში  ₾100 000-დან გაიცემა). ლარის სესხი, ბინის შესყიდვა – გარემონტებისთვის 11%-დან,  უზრუნველყოფილი  სამომხმარებლო, 12%-დან გაიცემა. სააქციო სესხს საჩუქრად  მოყვება  ...

Read More »

რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები იხსნება

თბილისი (BPI) – Galt&Taggart-ი საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელის. საინვესტიციო ბანკი უკვე გახსნილ და დაანონსებულ მშენებლობებზე თავმოყრილ ინფორმაციას ავრცელებს. აჭარა ჯგუფი გეგმავს 100-ოთახიანი Rooms Hotel-ის გახსნას კოხტა-მიტარბიზე, ბაკურიანთან მდებარე სამთო კურორტზე, რომელიც ვიზიტორებისთვის წინა სეზონზე გაიხსნა. ბათუმსა და საგარეჯოში დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, Rooms-ის ბრენდის სასტუმროების რაოდენობა საქართველოში შესაძლებელია 5-მდე გაიზარდოს 2019 წლისთვის. კახეთის რეგიონში დაგეგმილ პროექტებს – Radisson Blu წინანდალში და Golden Tulip ...

Read More »

GulfAir-ის და FlyDubai-ს შემოსვლამ საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტების ზრდას შეუწყო ხელი

თბილისი (BPI) – საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში, საქართველოს ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ღონისძიება – Tourism Opportunities in Georgia and Future Perspectives – გაიმართა. Al-Hamra Palace Hotel-ში გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯაღავამ საუდური მსხვილი ტურისტული კომპანიების, მასმედიის და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ტურისტული სექტორის შესაძლებლობების, სამომავლო გეგმებისა და არსებული დადებითი დინამიკის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა საუდელი ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ...

Read More »

მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

თბილისი (BPI) – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა. “მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო ...

Read More »

“ფინკა ბანკი” რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – “ფინკა ბანკი” რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის -„ფუძეობის“ – მხარდამჭერია. ბანკის ცნობით, ფესტივალის ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 7 რეგიონში მოეწყობა. ფესტივალის მთავარი გზავნილია – გამოგვყევი შენს ფუძეზე! “ფინკა ბანკის” თანამშრომლები საფესტივალო ქალაქებში შეხვდებიან ადგილობრივ მეწარმეებსა თუ ფერმერებს, გადასცემენ მათ საინფორმაციო მასალებს და უპასუხებენ შეკითხვებს. ასევე, “ფინკა ბანკი” ფესტივალის 7-ვე რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც ...

Read More »