Monthly Archives: ოქტომბერი 2017

რა მიმართულებებს აკრედიტებენ ბანკები

თბილისი (BPI)  – ბანკების პორტფელი ძირითადად ვაჭრობის და მრეწველობის დაკრედიტებაზე მოდის. დარგობრივ ჭრილში ვაჭრობა აღარ არის დომინანტი.  ხვ. წილი შემცირებულია (Q3/2017 – 23.2%;  Q3/2016 – 25.4%).  I პოზიციაზე მრეწველობამ გადაინაცვლა 24.2%-იანი წილით (Q3/2016 – 21.9%). 1 ოქტომბრისთვის (Q3/2017) იურიდიული პირებისთვის ბანკებს 8,626 მლრდ-ის სესხების აქვს გაცემული (Q3/2016 –  ₾ 6.212 მლრდ).   Q3/2017  ( ₾) Q3/2016  (მლრდ ₾) ვაჭრობა 2 ...

Read More »

დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ სექტემბერში 5,9 მლრდ-ს მიაღწია

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა სექტემბერში გაიზარდა, მცირედით გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 5,887 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 17,7%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის სექტემბერში. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 067 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 0,4%–ით არის გაზრდილი 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

Read More »

საქართველოს ეკონომიკა სექტემბერში 5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანაში სექტემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ს მიაღწია. 2017 წლის III კვარტალში ეკონომიკა 4,4%-ით, 2017 წლის 9 თვეში კი 4,7%-ით გაიზარდა. 2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.

Read More »

მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში გლობალ სელის სიმ-ბარათის 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეუძლიათ

თბილისი (BPI) – მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათის EURO SIM 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეუძლიათ. სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია ქუთაისის აეროპორტში მდებარე „გლობალ სელის“ სერვის-ცენტრში. „გლობალ სელის“ ერთი სიმით შესაძლებელია მთელ ევროპაში და უფასო ზარებით როუმინგში სარგებლობა. საერთაშორისო სიმ-ბარათი უფასო ზარებით როუმინგში: – სიმ-ბარათის გამოყენება შესაძლებელია მთელ ევროპაში – უფასო შემომავალი ზარები – უფასო შემომავალი SMS-ები – გამავალი ზარები მხოლოდ ...

Read More »

კახელ ფერმერს სეტყვის შედეგად მიყენებული ზიანი აუნაზღაურდა

თბილისი (BPI) – სიღნაღის რაიონში „ერთიან აგროპროექტში“ ჩართულ ბენეფიციარს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდა. სოფელ ვაქირის მკვიდრს, გოგიტა ნანობაშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 80%. სადაზღვევო კომპანია ალდაგმა აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 14 000 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 630 ლარი შეადგინა, სააგენტოს სუბსიდიამ 1470 ლარი. 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 19 501 ...

Read More »

Wizz Air-ს უფასო ხელბარგის ახალი პოლიტიკა აქვს

თბილისი (BPI) – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აცხადებს ხელბარგის ახალ პოლიტიკას, რომელიც ამიერიდან ყველა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთი ერთეული დიდი ზომის ხელბარგით დამატებითი მოსაკრებლის გადახდის გარეშე იმოგზაურონ. მგზავრები ბილეთის შეძენის შემდეგ უფლებამოსილნი არიან, თან ჰქონდეთ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომაა 55x40x23სმ და რომლის წონაც არ აღემატება 10 კილოგრამს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, აეროპორტში უსაფრთხოების ...

Read More »

ქართველ მეწარმეებს გერმანიაში Touristik&Caravaning 2017-ზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

თბილისი (BPI) – გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ქართველ მეწარმეებს Touristik & Caravaning 2017-ზე ეპატიჟება. გაერთიანების ინფორმაციით, 22-26 ნოემბერს FLEET Events-ი ლაიპციგში საერთაშორისო გამოფენას – Touristik & Caravaning 2017-ს მართავს, რომელიც უმასპინძლებს 600-მდე მონაწილეს 18 ქვეყნიდან. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს, უახლეს ტენდენციებს ტურიზმის სფეროში. გამოფენის ფარგლებში გაიმართება სპეციალური შოუები – “Fascination Cruise”, “Beautiful Relaxation” და “Saxony Square” ...

Read More »

The Hill: აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან

თბილისი (BPI) – ახალი აბრეშუმის გზა: აშშ-ს სჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, – ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ საავტორო პუბლიკაციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითოდ წარმატებული სახელმწიფოა, სადაც აშშ-ის ინტერესები დიდი და მზარდია. „ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს გაამყარებდა საქართველოს უსაფრთხოებას და ...

Read More »

თბილისის ცირკის შენობა იყიდება

თბილისი (BPI) – თბილისის ცირკის შენობა იყიდება, – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი სააგენტო Colliers International Georgia-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ცირკის საერთო ფართი 21,014 კვ.მეტრია. თბილისის ცირკის ისტორიული შენობა ცნობილმა საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევმა 1939 წელს ააშენა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5-სართულიანია, საერთო ფართით 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დღეს გაიხსნება

თბილისი (BPI) – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული. მაგისტრალის გახსნის მიუხედავად, მგზავრთა გადაყვანა მომავალი წლიდან არის დაგეგმილი. დასაწყისისთვის მაგისტრალით 5 მლნ ტონა ტვირთისა და 1 მლნ მგზავრის გადაყვანა იგეგმება. საუკუნის პროექტად წოდებულ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი ოფიციალური რეისი შესრულდება 30 ოქტომბერს ბაქოდან და ღონისძიებაში ...

Read More »