Monthly Archives: ოქტომბერი 2017

ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისი (BPI) – თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული ტაქიარითმიების  მართვაში ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თემაზე  “თანამედროვე  და  სამომავლო ტექნოლოგიები  რთული  ტაქიარითმიების  მართვაში“. სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე მოეწყო მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა ...

Read More »

PrePeat – ეკოპრინტერი, რომელიც ქაღალდის დაზოგვის შესსაძლებლობას იძლევა

თბილისი (BPI) – იაპონელმა ინჟინრებმა ქაღალდის დაზოგვის მიზნით შექმნეს ეკო პრინტერი “პრიპეტ” (PrePeat). გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი წერს, რომ “პრიპეტ” პრინტერის ეკოლოგიურობას ის განაპირობებს, რომ ბეჭდვისას არ საჭიროებს კარტრიჯსა და საოფისე ქაღალდს. ეკომეგრობული პრინტერისთვის შექმნეს ქაღალდის ალტერნატიული საბეჭდი მასლა, რომელიც PET პოლიეთილენისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება სულ მცირე 1000-ჯერ არის შესაძლებელი. “პრიპეტ” პრინტერი აღჭურვილია სპეციალური სითბური თავაკით და ...

Read More »

მზადება თამბაქოს კანონთან “შესახვედრად”

თბილისი (BPI) – როგორც ცნობილია, თამბაქოს ნაწარმის ერთგვაროვანი, ე.წ. სადა შეფუთვის ვალდებულების 5 წლით გადავადება  მოხდა – შესაბამისი ნორმები 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვასა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების – პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება. ასევე, ცვლილებებით, 2018 წლის 1-ელი მაისიდან, ...

Read More »

Nordavia-სა და Red Wings-ის აქციონერებმა კომპანიების გაერთიანება გადაწყვიტეს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანიების Nordavia-სა და Red Wings-ის აქციონერებმა კომპანიების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს. მხარეებმა კომპანიის კონსოლიდირების პროცესი უკვე დაიწყეს. გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული ჰოლდინგი 2018 წლისთვის 3,5 მლნ მგზავრის მომსახურებას გეგმავს. Nordavia და Red Wings-ი საავიაციო ალიანსის შექმნაზე უკვე მუშაობენ და ამისათვის ერთმანეთის სამარშრუტო ქსელს, ავიაბილეთების ჯავშნის სისტემასა და თვითმფრინავების პარკს იყენებენ.

Read More »

Turkish Airlines-ი მომხმარებელს საკუთარი საიტიდან ავტომობილის დაქირავების შესაძლებლობას აძლევს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი კიდევ ერთ ახალ სერვისს ამატებს. ამიერიდან ავიაკომპანიის საიტის მეშვეობით ავტომობილის დაქირავება ხდება შესაძლებელი. როგორც თურქული მედია წერს, Turkish Airlines-მა მსოფლიოში ყველაზე დიდ საავტომობილო გაქირავების კომპანია Enterprise Holdings-თან ხელშეკრულება გააფორმა. ჰოლდინგ Enterprise-ს კუთვნილებაშია სამი ბრენდი: Enterprise Rent-A-Car, National Car Rental და Alamo Rent A Car. შესაბამისად თურქული ავიაკომპანიის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ Enterprise-ს ნებისმიერი განყოფილებიდან ...

Read More »

ფაროსანას წინააღმდეგ – ფერმერებს ციტრუსის დროულად შეწამვლას ურჩევენ

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დასავლეთ საქართველოში, ფერმერებს ციტრუსის შეწამვლის დროულად დაწყების რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეგრელოსა და გურიაში სოფლის რწმუნებულებს პრეპარატები უკვე გადასცეს, საიდანაც ყველა ფერმერისათვის წამლის მიწოდების უზრუნველყოფა ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს ციტრუსის შეწამვლისკენ მოუწოდებს, რათა მოსავლის აღებამდე აუცილებელი 20 დღიანი ვადა დაცული იყოს. დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსიც ...

Read More »

რას ჰპირდებიან ხალხს თბილისის მერობის კანდიდატები

თბილისი (BPI) – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო ბატალიები ძლიერდება. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა დაპირებებით მოდიან და ცდილობენ ელექტორატი მიიმხრონ. ამ კამპანიას თან ახლავს ზღვა დაპირებები, არჩვნების მოგების განმაპირობებელი ფქტორიც ხომ ეს არის, თუმცა სამოქალაქო სექტორი საგრძნობლად გაზრდილია და მათი მომხრობა პოპულისტური დაპირებებით და ოდიოზური პირების არჩევნებში ჩართვით საგრძნობლად გართულებულია. მთავარი და ყველაზე რთული ადგილი პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს დედაქალაქი თბილისია. ...

Read More »

რატომ მოწმდება თვითმფრინავის ძრავი

თბილისი (BPI) – უსაფრთოების მიზნით, ფრენის წინ ნებისმიერი თვითმფრინავი გადის შემოწმებას, განსაკუთრებით კი ისინი , რომლებიც შორ მანძილზე ან ოკეანეების თავზე დაფრინავენ. საქაერონავიგაცია ამის აუცილებლობას განმარტავს მიზეზებსაც ხსნის. უწყების განმარტებით, შემოწმებას გადის ასევე, თვითმფრინავის ძრავიც, თანაც არაერთხელ. თვითმფრინავის ძრავის ტესტირება ხდება: ძრავის წარმოების პროცესში; ძრავის თვითმფრინავზე ინსტალაციის პროცესში; თვითმფრინავის შემოწმების, შეკეთების და ინსპექტირების დროს. ძრავის წარმოების პროცესში შემოწმება ხდება ყინვაზე, სხვადასხვა ...

Read More »

გიორგი გახარია ბიზნესს საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის საკითხებზე ესაუბრა

თბილისი (BPI) – ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები – მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და ბიზნესსახლის პროექტი – ამ და სხვა მიმართულებებზე, რომელსაც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრისას ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს. “ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და ...

Read More »

FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპისთვის ფასდაკლების აქცია თბილისიდან ლონდონის მიმართულებაზეა და თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 255 ევროა. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 22 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა. „დაჯავშნეთ იაფად – იმოგზაურეთ ხშირად“, მოუწოდებს ...

Read More »