Monthly Archives: ოქტომბერი 2017

Ryanair-ი ბარგის გადატანის პოლიტიკას ცვლის

თბილისი (BPI) – ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი ბარგის გადაზიდვისა და ბარგის რეგისტრაციის ახალ პოლიტიკაზე მუშაობს. ახალი პოლიტიკის მიხედვით, ავიაკომპანია დაინტერესებულია მგზავრმა უფრო მეტი ბარგის გადატანა შეძლოს. 15 იანვრიდან Ryanair-ის ყველა რეისზე პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრს ორი საგნის ატანა შეეძლება. ანალოგიური სერვისით ისარგებლებენ Plus-ის, Flexi Plus-ისა და Family Plus-ის მგზავრებიც. სხვა დანარჩენ მგზავრს კი ბორტზე მხოლოდ ერთი ერთეული პატარა ხელბარგის ატანის უფლება ექნება, ...

Read More »

საქართველოს ბანკის დაფინანსებით KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა “კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) ჯგუფთან კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ,  დაფინანსება ...

Read More »

ბრიტანეთი საქართველოში ინვესტიციების გაზრდით არის დაინტერესებულია

თბილისი (BPI) – ვაჭრობის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს  სპეციალური წარმომადგენლის მაიკლ პრიტჩარდის გაცხადებით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ორივე ქვეყნის მთავრობებისათვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს: “კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად წარმატების მიღწევა,  ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, აღნიშნა მაიკლ პრიტჩარდმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობის მიზნით,  ლონდონში, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული ღონისძიების შემდეგ. მაიკლ პრიტჩარდის ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონიას გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის ოფიციალური ცერემონიას, რომელიც 30 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. როგორც საქართველოში თურქეთის საელჩოში განმარტავენ,  „საუკუნის პროექტად წოდებულ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი ოფიციალური რეისი შესრულდება 30 ოქტომბერს ბაქოდან და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი“. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს ...

Read More »

გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ფორუმი თბილისში 3-4 ნოემბერს ჩატარდება

IBF (international Business Forum)-ის ორგანიზებით და სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ პარტნიორობით 3-4 ნოემბერს საქართველოში გაყიდვების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების წარმომადგენლები, გაყიდვების ექსპერტები, კონსულტანები, N1 გაყიდვების ტრენერები, საერთაშორისო სპიკერები- საქართველოში დაგეგმილ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის სპიკერების სია უკვე ცნობილია: Ania Jakubowski – Coca Cola – ყოფილი გენერალური დირექტორი Pierandrea Quarta – Procter & Gamble / გლობალური ...

Read More »

ლონდონის სითის მერის შეფასებით საქართველოს რეგიონში ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო გააჩნია

ლონდონის სითის ლორდ მერმა ენდრიუ პარმლიმ და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მანსონ ჰაუსში  მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო. ლონდონის სითის ლორდ მერის განცხადებით მრგვალი მაგიდა  აღნიშნულ ორგანიზაციაში, პირველი მსგავსი ტიპის ღონისძიებაა. მისი თქმით მისი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ სწრაფად განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობაა. ლონდონის ლორდ მერის შეფასებით, ...

Read More »

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი დაიწყო

ბათუმშიო, ჭავჭავაძის ქუჩაზე დეკორატიული დამცავი ღობეების მონტაჟი დაიწყო. დამცავი ღობე ბარათაშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის არსებულ გზაგამყოფ ზოლში მოეწყობა. ღობის მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაწყდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ნიუ ენერჯი” ასრულებს. ღირებულება 57 ათას ლარს შეადგენს. ღობის სამონტაჟო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: OECD-სთან პარტნიორობამ საქართველოს წარმატებები მოუტანა

თბილისი (BPI) – პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას,  დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოების თანამშრომლობას. მისი განცხადებით, აღნიშნული მოიცავს საკითხების მთელ სპექტრს, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონის სახელმწიფოების კონკურენტუნარიანობის ზრდის და სოციალური განვითარების პროცესს. თავის მისალმებაში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კვირეულის მონაწილეებს, ასევე, გააცნო ...

Read More »

Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები, რეკორდულად ბევრ ქვეყანაში გაიყიდა

თბილისი (BPI) – ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებზე დასასწრებად მსმენელი, საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოვა. ელექტორნული ბილეთების შეძენა რეკორდულად ბევრი ქვეყნიდან დაფიქსირდა. 31 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების 16% საქართველოს ფარგლებს გარეთ,   მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა. Björk-ის  მოსასმენად თბილისში ჩამოვლენ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან. თბილისში ...

Read More »

“საქართველოს ბანკის” აქციები GBP 1.358 მლრდ-მდე გაიზარდა

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბანკის” აქციები (BGEO LN), ლონდონის ბირჟაზე გასულ კვირას 33.37 – 34.82 გირვანქა სტერლინგად (GBP) ივაჭრებოდა. ფასი გაზრდილია (+2.41%w.w; +5.45% m.m) G&T-ის ანალიტიკით, კვირის განმავლობაში 267 000-ზე მეტი აქციაა ნავაჭრი (საშუალო დღიური 51  000), კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის GBP 1.358 მლრდ (bloomberg) 0.68% (L/w – GBP 1.319 მლრდ). გაზრდილია  FTSE 250 ინდექსი (BGEO სადაც შედის) +1.306% (m.m).  

Read More »