Daily Archives: ოქტომბერი 30, 2017

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა

თბილისი (BPI) – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს. ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

Read More »

თიბისის კაპიტალიზაცია 50 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – “თიბისის” (TBCB LI) აქციის ფასი 17.33 გირვანქა სტერლინგამდე (GBP) გაიზარდა. გასული სასესიო კვირა GBP 17.22-ით დაიხურა (+1.18%w.w; +5.8%m.m). სულ, 99 000 აქციაა ნავაჭრი. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 32 000 აქცია შეადგინა. “თიბისის” საბაზრო კაპიტალიზაცია GBP 910.4 მლნ-ია (L/m– GBP 861მლნ).    

Read More »

“თიბისი” “ჯეოსელთან“ ერთობლივ შეთავაზებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – „თიბისიმ“ „ჯეოსელთან“ ერთობლივ შეთავაზებაზე განაცხადა – „ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ . სპეცპროდუქტი გამოიტანა, 2 პაკეტად: 7 ლარიანი: • 1000 წუთს ჯეოსელის ქსელში • 1000 SMS-ს • 1000 MB ინტერნეტს. 10 ლარიანი პაკეტი: • 300 წუთი ლოკალურ ზარებზე* • 3000 SMS • 3000 MB ინტერნეტი „ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ დამწყები კომპანიებისთვისაა, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტების მოქმედების ვადაც 2 წელია (https://www.startuperi.ge/#ჯეოსელი-ბიზნესისთვის).

Read More »

შატილში ზაფხულში ჩამოშლილი კოშკის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება

თბილისი (BPI) – შატილში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩამოშლილი მე-6 კოშკის სრულ რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომდევნო წელს დაასრულებს. სააგენტოს მიერ დაფინანსებული აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. რესტავრატორების მიერ დაიშლა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. გაწმენდილ სამუშაო ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელიც ...

Read More »

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში0

თბილისი (BPI) – 2018 წლისთვის, მთიან აჭარაში ტურისტებს ახალი ტურისტული მარშრუტი „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ დახვდებათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უკვე მუშაობს ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტზე, რომლის მიხედვითაც ჩირუხის მთიდან ხიხანის გავლით გოდერძის უღელტეხილამდე საველოსიპედო, ჯიპ და საფეხმავლო მარშრუტების მარკირება განხორციელდება. ახალი მარშრუტის კვლევა სამი თვე მიმდინარეობს. უკვე შერჩეულია ძირითადი ტურისტული ბილიკი. დაწყებულია მუშაობა მარშრუტების პირველადი რუკების მომზადებაზეც. აჭარის ტურისტული ...

Read More »

მიხეილ ჯანელიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია

თბილისი (BPI) -„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის, მათ შორის მისი ფართო გაგებით – ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით“ – განცხადა ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ოფიციალური გახსნასთან დაკავშრებით, ...

Read More »

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან ამ პოსტზე ესქპრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ “ლიბერთი ბანკის” აქციათა საკონტროლი პაკეტის წილის მფლობელი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა. ბანკის 74.64%-იანი წილი ნიდერლანდებში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-ი (EFG) შეიძინა. შედეგად ბანკის მესაკუთრეები აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ბენ მარსონი და აშშ-ის ...

Read More »

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ლარის სისუსტე დაბალი ეკონომიკური ზრდის შედეგია

თბილისი (BPI) – “ლარის კიდევ უფრო დასუსტება იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაშიც ქვეყანაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა. ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში კრიზისის დაძლევა ვერ მოხდება,” – ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეკონომიკის კვარტალური ზრდა წინაზე უფრო ნაკლებია. იმავდროულად, 2017 წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საშუალო ...

Read More »

საკრედიტო ბარათებით ტრანზაქციების 90% უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციებზე მოდის

თბილისი (BPI) – ტრანზაქციების 90% გამოკითხვაში მონაწილე ბანკის საკრედიტო ბარათებით უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციებზე მოდის. განაღდების მაღალი საკომისიოს ≈ 3.9% გათვალისწინებით, მომხმარებელი მიეჩვია, რომ  ბანკომატით განაღდება წამგებიანია და შესაბამისად, ყველა შესყიდვებისთვის იყენებს. სატარიფო პოლიტიკა  და პირობების თითქმის იდენტურია. ბოლო განსახვევბული შეთავაზება იყო განავადე, რომელიც ჯერ „ბაზისბანკმა“ დანერგა და შემდეგ „თიბისიმ“. საშეღავთო  პერიოდი თითქმის  ყველა ბანკს  55-დღიანი აქვს, განსხვავებულია „ბაზისბანკის“, რომლის  „მეგობარათზე“ არის 30 ...

Read More »

ფრანგმა ბლოგერებმა საქართველოს შესახებ ვიდეოკლიპი გადაიღეს

თბილისი (BPI) – “Don’t go to Georgia” ამ სახელწოდებით ფრანგმა ბლოგერებმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი გადაიღეს. ცნობილი ვიდეობლოგერები ბენჟამინ მარტინმა და ჯონათან ვეიდსმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურეს. დრონით გადაღებულ ვიდეორგოლში საქართველოს სხვადასხვა კუთხე, სამთო და საზღვაო კურორტები, კულტურული ძეგლები, ქართული კულინარია, ღვინო და ხალხია ნაჩვენები. ვიდეორგოლი ბლოგერებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო პორტალზე vimeo-ზე განათავსეს (არხი Tolt) პორტალს 45 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ...

Read More »