Daily Archives: ოქტომბერი 26, 2017

ქართული ავეჯის კლასტერის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისი (BPI) – ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი – „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პირველი ოფიციალური ბიზნეს კლასტერის – ქართული ავეჯის კლასტერის პრეზენტაციას 27 ოქტომბერს, გამართავს. კლასტერი აგვისტოში დარეგისტრირდა. მისი დაფუძნება საქართველოში „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში მოხდა და დღეისათვის 25 ადგილობრივ ავეჯის მწარმოებელ საწარმოს აერთიანებს. პრეზენტაციაზე წარსდგებიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროკავშირის ელჩი ...

Read More »

პრეზიდენტი: სოფლის მეურნეობის გაძლიერება პასუხია ჩვენი ქვეყნის პრინციპულ გამოწვევებზე

თბილისი (BPI) – პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებისგან აგროსექტორში არსებული პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში გიორგი მარგველაშვილს ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარუდგინა. ასოციაციის ახალ პროექტებს შორისაა ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი” და წიგნი “გზა ფერმერობისკენ”. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპული გამოწვევის: სურსათით ჩვენივე ბაზრის ...

Read More »

ევროკავშირი მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას საქართველოში

თბილისი (BPI) – ბიზნესის გაძლიერება, ელექტრონული ეკონომიკის განვითარება და ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეწარმეებს შორის ურთიერთობის დამყარება მთავარ საკითხებად განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც 26-27 ოქტომბერს, ესტონეთში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 450-ზე მეტი ბიზნეს-ლიდერი, პოლიტიკოსი და მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ფორუმი არის ერთ-ერთი იმ ...

Read More »

თიბისი თბილისის მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის გამართვაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი 2-5 ნოემბერს,  მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის. 2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული  ამერიკულ   ჯგუფი  TOWER OF POWER  (თაუერ ოფ ფაუერ)  გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვისმასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში $275 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ექსპრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთი წლის განმავლობაში 275 მლნ დოლარით (+5%) გაიზარდა და 5,72 მლრდ დოლარს მიაღწია. Bloomberg Billionaires Index 2017-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერთა რეიტინგში 307-ე ადგილზე მოხვდა. იმავე რეიტინგის მიხედვით გასულ წელს, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,4 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. Bloomberg Billionaires Index 2017-ის ლიდერი ბილ გეიტსია, მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსი მოხვდა, მესამე პოზიცია კი უორენ ბაფეტს ...

Read More »

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება

თბილისი (BPI) – ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურ განმარტებას აკეთებს ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ: გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელსაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას, მიეკუთვნება ფიზიკური პირი, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს (მოცემულ შემთხვევაში 2016 წელს) ...

Read More »

ბათუმში ფიტოპათოლოგია-ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისი (BPI) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტს ახალი შენობა ექნება. ახალი შენობის მშენებლობა უკვე დაიწყო. პროექტით, ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. განათლების სამინისტროს ცნობით, ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია.

Read More »

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ ეცემა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. სებ-ის ცნობით, 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი ისევ გამყარდა და 2.5496 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.5317 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.79 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0111 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9813 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.98 თეთრი შეადგინა. ...

Read More »

“სმარტმა“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველი სუპერმარკეტი გახსნა

თბილისი (BPI) – სუპერმარკეტების ქსელმა „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველი სუპერმარკეტი გახსნა. ახალი მაღაზია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან გაიხსნა. ახალგახსნილ „სმარტში“ 20-მდე ადამიანი დასაქმდა. „სმარტი“ „მუშტაიდის ბაღთან“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ახალგახსნილ სუპერმარკეტში კაფეც ამოქმედდა, სადაც მომხმარებელს „სმარტის“ წარმოებული საკონდიტრო ნაწარმის თუ ფუნთუშეულის და „დანკინ დონატსის“ მრავალფეროვანი დონატების შეძენა შეუძლია. “სმარტი” ...

Read More »

IATA 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრთნაკადის გაორმაგებას ელის

თბილისი (BPI) – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) საპროგნოზო მაჩვენებლებით, 2036 წლისთვის მსოფლიოში მგზავრთნაკადის თითქმის გაორმაგებაა მოსალოდნელი. კერძოდ, ორგანიზაციის კვლევის შედეგების თანახმად, 2036 წელს საჰაერო ტრანსპორტით 7,8 მილიარდი მგზავრი ისარგებლებს. IATA-ში წელს 4 მილიარდი მგზავრის გადაყვანას ელიან. აღნიშნული მაჩვენებლები მოსალოდნელია იმ პირობებში, თუ სავაჭრო, ვიზა და საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაციის არსებული პროცესები შენარჩუნდება. საავიაციო ბაზრების ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდა მოსალოდნელია: ჩინეთში ...

Read More »