Daily Archives: ოქტომბერი 25, 2017

ბიზნეს კაფეს მეთორმეტე შეხვედრა

თბილისი (BPI) – 2017 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ბიზნეს კაფეს რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE“-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი ესაუბრა თემაზე “პირველიდან დღემდე – ქართული ღვინის კომერციული ისტორია“ “ბიზნეს კაფე არის ადგილი, სადაც გამოცდილ ადამიანებს შეიძლება გაუზიარო შენი გამოცდილება, ცოდნა და გაიგო მათი აზრი კონკრეტული საკითხისადმი. ეს არის საქმიანი და საქმეზე საუბრის ინტერაქტიული ფორმატი, სადაც ...

Read More »

წინანდალში “რედისონის” სასტუმროს მშენებლობისთვის OPIC-ი $10 მლნ გამოყოფს

თბილისი (BPI) – წინანდალში “რედისონის” სასტუმროს მშენებლობისთვის უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) $10 მლნ გამოყოფს. დაფინანსების საკითხი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მმართველ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში ქენეთ ენჯელთან განიხილა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. „რედისონი” კახეთში საერთაშორისო სტანდარტების, 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. სასტუმრო ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. პროექტის ...

Read More »

სებ-ის პრეზიდენტი ეკონომიკაში დადებით ძვრებს ხედავს

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეკონომიკაში პოზიტიურ ძვრებზე განაცხადა, 4.7%-იან ზრდაზე. ლარის მოკლევადიან რყევებს სებ-ი, რომ უკომენტაროდ ტოვებს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე მან რამდენჯერმე აღნიშნა. ამასთან სებ-ის პრეზიდენტმა ბაზარზე გავრცელებულ ვერსიებზე განმარტებები გააკეთა, რომ ტყუილია, ვერსია, წინასაარჩევნოდ სებ-ის ინტერვენციაზე. თქვა, რომ ზაფხულის შემდეგ სავალუტო აუქციონი არ გამართულა, წელს სებ-ს არ გაუყიდავს, სულ, $130 მლნ აქვს ...

Read More »

იაპონიის ბაზარზე ქართულ კივზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება. საექსპორტო პერსპექტივებზე, იაპონური „აგრის“ პრეზიდენტმა, ტეტსუია საკამოტომ განაცხადა. აღნიშნა, რომ საქართველოს კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას. „ქართული წარმოების კივი არის შესანიშნავი ხარისხის. თუ კივის შაქრიანობის საკითხს შევეხებით, რაც მისი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელია, იაპონურ კივთან შედარებით ქართულში შაქრიანობა 1,5 პროცენტით მაღალია. შარშან იაპონიაში პირველად ჩავიტანეთ ქართული კივი, რომელმაც დიდი მოწონება ...

Read More »

ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში იხსნება

თბილისი (BPI) – ნორვეგიულმა დიზაინერულმა კომპანია Snøhetta-მ ევროპაში პირველი წყალქვეშა რესტორანის მოწყობა განიზრახა. რესტორანი Under-ი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთი სოფლის მახლობლად განთავსდება. რესტორნის ნაწილი მიწის ზემოთ, ხოლო ნაწილიც 5 მეტრის სიღრმეში იქნება. იმისათვის, რომ რესტორანმა ყველა ამინდში ტემპერატურის შენარჩუნება შეძლოს, მისი კედლები სულ მთლიანად ბეტონისგან აიგება, ხოლო ფანჯრები აკრილისგან. რესტორანი 100 ადამიანზეა გათვლილი და იმისათვის, რომ სტუმრებმა უფრო კომფორტულად გაატარონ დრო, ...

Read More »

Lonely Planet-მა საქართველო 2018-ს მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა

თბილისი (BPI) – საქართველო უმსხვილესი საერთაშორისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა 2018-ის წელს სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა. Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, სადაც 2018 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველო დასახელდა. ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით. მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა, Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა ...

Read More »

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7%-ზე ტოვებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. სებ-ის ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2% შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ ...

Read More »

კობა გვენეტაძე: სებ-ის მთავარი ფუქნცია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევასთან შედარებით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მისი თქმით,  ეს იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსი ხან მაღალ ხანაც დაბალ ნიშნულზე იქნება. „სებ-ის მთავარი ფუქნცია ფასების სტაბიკურობის შენარჩუნებაა. საქართველოში მოქმედებვს მცურავი გაცვლითი კურსი. როგორც სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ასევე სებ-ი არ გააკეტებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებთან ...

Read More »

“პროკრედიტ ბანკს“ აქტივები  შეუმცირდა

თბილისი (BPI) – „პროკრედიტ ბანკს“ აქტივები  შეუმცირდა, – 1.3%m.m.  1 ოქტომბრის მდგომარეობით (Q3.2017), 3.9%-იანი წილით ბანკი მე-5 პოზიციაზეა. შემცირებული დეპოზიტების  პორფელი  – 1.6%m.m;   გაზრდილია ბანკის  საკრედიტო დაბანდება + 2.8%m.m. Q3/2017●01.09.2017 აქტივები 1 270 168 764 1 287 067 000      ₾ სესხები    932 915 939 907 803 649         ₾ დეპოზიტები    630 025 175    639 805 437      ₾ მოგება      13 712 683     12 376 108        ₾ წყარო:კომერციული ბანკი

Read More »

ბანკებს არასაპროცენტო შემოსავლებიც გაეზარდა

თბილისი (BPI) – ბანკებს არასაპროცენტო შემოსავლებიც გაეზარდა. იანვარ-სექტემბერში  (2017წ )  ₾1.2  მლრდ ლარია, ₾509 მლნ-ით მეტი (+78%Y.Y) ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდში. აქედან  საკომისიოებიდან და მომსახურებიდან  მიღებული შემოსავლები 318 მლნ ლარია (Q3/2016 – ₾225 მლნ). ბანკებს პერიოდულად  ზედამხედველის  შემოსაზღვრული განაკვეთების დაცვა უწევს, მომხმარებლის ინტერესებით გათვალისწინებით დაწესებული. მსესხებელს, ვისაც  გადახდის გრაფიკით,  სესხი გასტუმრებამდე 6 თვე აქვს დარჩენილი და წინმსწრებად სურს  დაფარვა,   ივნისიდან, 2%  საკომისიო ...

Read More »